გიორგი ქობულია: „ბახტაძის პრემიერობას შევაფასებდი, როგორც უშედეგო - მის დროს განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რაც სიღარიბეზეც უარყოფითად აისახა

გიორგი ქობულია: „ბახტაძის პრემიერობას შევაფასებდი, როგორც უშედეგო - მის დროს განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რაც სიღარიბეზეც უარყოფითად აისახა

access_time2019-09-02 16:30:45

„მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობას ერთი სიტყვით შევაფასებდი, როგორც უშედეგოს“,  ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „კომერსანტთან“ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს აფასებს და მნიშვნელოვან ფაქტორებს გამოყოფს. მისი თქმით, გარკვეული დადებითი ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ძირითადად იყო უარყოფითი ან არ ყოფილა. მთავარი მიზეზად დღევანდელი მართვის სისტემა და ბახტაძის რბილი ხასიათი დაასახელა:


„იგი რეალურად პრემიერი არ ყოფილა, რადგან არ გააჩნდა არც შესაბამისი ლეგიტიმაცია, არც ბერკეტები და არც დამოუკიდებლად არ იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას, მსგავსი მართვის პირობებში, ალბათ ვერც სხვა შეძლებდა მეტის გაკეთებას. ამიტომ საერთოდ გაუგებარია, რატომ  უშვებენ მას, რადგან დღევანდელი მართვის სისტემაში ვერავინ ვერ შეძლებდეს მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. დავამატებ იმასაც, რომ ბახტაძის შემთხვევაში არსებულ მოცემულობას  ზედ დაერთო მისი საკმაოდ რბილი ხასიათი და ამ თვისებამ საერთოდ დააკარგვინა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფორსირების შანსი. ის, რომ მან სტრატეგიული ჩარჩო შექმნა და მისია შეასრულა, ამიტომაც მიდის, ეს რა თქმა უნდა , ცინიკური აბსურდია“,- განმარტავს გიორგი ქობულია.


ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ბახტაძის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება, რადგან ყოფილი პრემიერის მიერ ნახსენები რეფორმების უმეტესობა არ გატარებულა. ხოლო რაც გატარდა - მათი რაოდენობა მცირეა; თანაც ინერციის შედეგი.  მამუკა ბახტაძემ თავის გამოსამშვიდობებელ ტექსტში ძირითადი აქცენტი დაგეგმილ და მომავალში განსახორციელებელ ცვლილებებზე გააკეთა


„ძირითადად ამ განცხადებაში ლაპარაკია რა უნდა გაკეთდეს, რა მოხდება და რა გაკეთდება, ეს კი არავინ იცის. რაც შეეხება ბახტაძის მიერ დასმულ აქცენტებს, დავიწყებ ინვესტიციებით. როცა ამბობს,  რომ ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, ამას ვერ დავეთანხმები. პირიქით, ორივე მხარე საკმაოდ შეშფოთებულია საქართველოს განვითარების მიმდინარე ვექტორით. ახლა რომ ნახოთ, რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, აღნიშნულში დარწმუნდებით - არ გვყავს არც ერთი სერიოზული ევროპული და ამერიკული ინვესტორი კომპანია. ჩვენ ვერ შევქმენით სათანადო პირობები მათ შემოსასვლელად. არადა შეგვეძლო, მაგალითად, იმ სფეროებში შემოგვეყვანა, სადაც სახელმწიფოს გავლენა მაღალია. შეგვეძლო დიდი ხნის წინ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, რომ სატრანსპორტო მიმართულებაში გაგვეუმჯობესებინა ექსპორტი, მაგრამ არ გაკეთდა. კიდევ ბევრი საკითხი - მიჭირს დავეთანხმო, რომ საგარეო კურსის მიმართულებით დადებითი შედეგებია; ასევე ვერაფრით ვერ გავაქარწყლებ, რომ ჩვენი მართლმსაჯულება და სასამართლო ეფექტურია...“.



გიორგი ქობულია ბახტაძეს არც სიღარიბის ნაწილში არ ეთანხმება. მისი თქმით, სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არა დიდი იმპორტი, არამედ უმუშევრობაა. მოსახლეობას არ აქვს შემოსავლები ან თუ აქვს, ძალიან დაბალი - 50%-მდეა უმუშევრობის დონე. მეტიც ბახტაძის პრემიერობის დროს განსაკუთრებული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რაც სიღარიბეზეც უარყოფითად აისახა:


„სწორედ ბახტაძის პრემიერობის დროს შემცირდა რუსეთიდან ტურისტული ნაკადი, რამაც ექსპორტსაც დაარტყა, ლარი გააუფასურა, ტურიზმის ბიზნესი დააზარალა და პრინციპში გაღარიბებას შეუწყო ხელი. თუ ვინმე მკითხავს ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, პასუხი მარტივია. პასუხისმგებელია მოქმედი მთავრობა და არა ოპოზიცია, რასაც ხელისუფლება ამტკიცებს“.


რაში ეთანხმება მამუკა ბახტაძეს და რა გაკეთდა მისი პრემიერობის დროს რეალურად? - ქობულია რამდენიმე რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას:


„საპენსიო რეფორმა, საბანკო რეგულაციები... კარგი დინამიკა იყო საინვესტიციო რეიტინგებთან დაკავშირებით, მიმდინარე ანგარიშის შემცირების ტენდენციაც პოზიტიური მოვლენაა. ასევე ჭარბვალიანობის პოლიტიკა და მასთან ბრძოლა, დღგ-ს დაბრუნების ინიციატივა - ეს ყველაფერი მართლაც გაკეთდა, მაგრამ ძირითადად აღნიშნული გახლავთ ინერციული განვითარების შედეგი. ამიტომ მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. თუნდაც, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რა გააკეთა კონკრეტულად მთავრობამ რომ ამისთვის ხელი შეეწყო, აი ეს ბოლომდე არ იკვეთება“.


შეგახსენებთ, დღეს დილით უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. მან თავის ვრცელ სტატუსში პრემიერობის დროს მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, უცხოური ინვესტიციები, საგარეო კურსის გაუმჯობესება, დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, სიღარიბის დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯები, დღგ-ს დაბრუნების მეთოდი, ეკონომიკური განვითარების სტატეგია და ა.შ.



სალომე ლემონჯავა




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up