გიორგი ქობულია - „ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს

გიორგი ქობულია - „ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს"

access_time2019-02-07 16:23:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის" ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა" და შპს „მედლოგ ჯორჯიას" ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.



საპატიო სტუმრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, დაათვალიერეს ახალი ტერმინალი, სადაც წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე.



გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.




„ტერმინალის პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით, ცნობილი საერთაშორისო კომპანია ICTSI-ისა და მისი შვილობილი კომპანიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პორტფელში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროექტი - საუბარია არამარტო სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე, არამედ კომუნიკაციებზე, პორტთან მისასვლელი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზების განვითარებაზე, ასევე პორტის მისადგომის დაღრმავებაზე. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა ასი პროცენტით - 100 000-დან 200 000-მდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში" – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.



ტერმინალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად MSC Georgia-ის მმართველი დირექტორი ალქან ალიჯიქი, MEDLOG Turkey-ის კომერციული დირექტორი ვოლკან ტეკი, MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი ჯემალ ინაიშვილი, MEDLOG (Geneva)-ს აღმასრულებელი დირექტორი სალვადორე პრუდენტე, ICTSI (Europe, Middle East and Afrika)-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ოლე მადსენი და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი მონაწილეობდნენ.








მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up