გიორგი ქობულია „ანაკლიის კონსორციუმის“ საპასუხოდ - ანაკლიის პროექტისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემა და გეოპოლიტიკაზე საუბარი, კონსორციუმს ინვესტორებთან კიდევ უფრო დიდი ჩიხში შეიყვანს

გიორგი ქობულია „ანაკლიის კონსორციუმის“ საპასუხოდ - ანაკლიის პროექტისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემა და გეოპოლიტიკაზე საუბარი, კონსორციუმს ინვესტორებთან კიდევ უფრო დიდი ჩიხში შეიყვანს

access_time2019-07-28 15:56:56

მოქმედი ხელისუფლების მიმართ ჩემი დიდი პრეტენზიების მიუხედავად, ვიტყვი, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემა პროექტშია - ეს ის გამონაკლისია, სადაც არის არა მთავრობის, არამედ პროექტის პრობლემა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამგანუცხადა.

მისივე აზრით, ანაკლიის პორტის პროექტისათვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ინვესტორებთან კიდევ უფრო დიდი ჩიხში შეიყვანს. 

“რეალურად, ამ საკითხზე პოლემიკაში დიდი ხნით ჩაბმას არ ვაპირებ, რადგან სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხად არ მიმაჩნია. პირადად მე არა თუ დავინტერესდი ანაკლიის პორტის პროექტის კომერციული დასაბუთებით, რა თქმა უნდა, მქონდა რამდენიმე შეხვედრა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, მაგრამ ვერ მივიღე პასუხები კითხვებზე, რაც პროექტის კომერციულ დასაბუთებასთან დაკავშირებით მქონდა. რაკი პასუხი ვერ მივიღე ვერც კონსორციუმისგან, ვერ საპარტნიორო ფონდისგან, ვერც მთავრობისგან, როცა სამინისტროში ვიყავი, სპეციალური პროექტი დავიწყე, რომელიც სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის მიერ სრულდებოდა. ეს ჯგუფი ახლაც არსებობს, პირდაპირ ექვემდებარება მინისტრს და მას ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. სტრატეგიული ანალიზის ჯგუფმა, სპეციალური პროექტის ფარგლებში, ყველა დოკუმენტი გაანალიზა, რომელზეც წვდომა გვქონდა, რათა პროექტის კომერციული დასაბუთება მოეძია. მათ შორის იყო დოკუმენტები, რომელიც შექმნილია კონსორციუმის მიერ, მთავრობის მიერ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს დასაბუთება ჩვენ ვერც ერთ დოკუმენტში ვერ ვნახეთ. ის, რასაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ მათ აქვთ ტვირთბრუნვების პროგნოზი, ეს არის დეკლარირებული ციფრი, რომლის ქვეშ არანაირი ანალიტიკა გაკეთებული არ არის. მე შემიძლია განვაცხადო, რომ მექნება ამდენი მილიონი კონტეინერი და რა თქმა უნდა, თუ პორტში ამდენი მილიონი კონტეინერი მექნება, პორტის კომერციული დასაბუთება პოზიტიური იქნება, მაგრამ ანალიტიკური დასაბუთება, რასაც მე ვითხოვდი, არის ის, თუ საიდან მოვა ეს ტვირთი და რატომ მოვა ეს ტვირთი ანაკლიის პორტში. ეს დასაბუთება მათ ვერ წარადგინეს! თუ მათ ეს დასაბუთება აქვთ, მოიტანონ და გამოაქვეყნონ!“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა. 

გიორგი ქობულიას თქმით, საჭიროა ანაკლიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის შედარება სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან, რომელზეც შეიძლება იგივე ტვირთმა გაიაროს. ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორებს სწორედ ანალიზი აინტერესებთ.

“ჩვენ გვინდა დავინახოთ, რატომ მოუგებს ანაკლიის დერეფანი სხვა დერეფნებს ტვირთის გატარებაში, გატარების თვითღირებულებისა და გატარების დროის თვალსაზრისით. როდესაც კონსორციუმი ასეთი ტიპის დასაბუთებას მოიტანს, მაშინ იქნება სერიოზული ლაპარაკი. ამ შემთხვევაში კი, ლაპარაკი არასერიოზულია. ეს კითხვები გამიჩნდა არამხოლოდ მე, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც, როდესაც ღრმად ჩაიხედეს. როდესაც მინისტრი ვიყავი, ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტი EBRD-ი, მისი ხელმძღვანელის სახით შეგვხვდა ჩვენ, მთავრობას, სადაც იყო კონსორციუმის ხელმძღვანელობაც და ზუსტად ეს პრეტენზია გამოითქვა, რომ მათ კომერციული ანალიზი ვერ დაინახეს. ამიტომ მათ საკუთარი ანალიზი ჩაატარეს. ამ ანალიზის მიხედვით, დიდ რისკებს ხედავენ და სახელმწიფისგან გარანტიებს ითხოვენ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

აქვე ქობულიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იმაზე აპელირებამ, რომ აქ არის გეოპოლიტიკური ინტერესები, პოპულისტური ფრაზებით ლაპარაკმა, კონსორციუმი ინვესტორებთან მიმართებაში, შეიძლება ბოლომდე ჩიხში შეიყვანოს“.


“შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ან რა უსაფრთხოების დატვირთვაზეა საუბარი?! ანაკლიის პორტის პროექტის პრობლემა იმაშია, რომ ასე ზერელედ მიდის საუბარი. მე არ ვარ დარწუნებული, რომ ეს პროექტი არ გვჭირდება, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ გვჭირდება - ამის დასაბუთება ვერ ვნახე და დღემდე დასაბუთება ლოზუნგების დონეზეა! არის ზოგადი ლოზუნგები, რომლის უკან არაფერი არ დგას! ანალიზი სამინისტროში დაწყებული გვქონდა და საკმაოდ ღრმა დონეზე იყო, როდესაც სამინისტრიდან წამოვედი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა.

ქობულიამ აქვე ისიც დასძინა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა მოიტანოს საბუთი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ შეგროვებული აქვთ მათი წილი 100-მილიონი კაპიტალი.

“როდესაც მინისტრი ვიყავი, პრაქტიკულად თვეში ერთხელ ვხვდებოდი მათ და მათგან ამ საბუთს ვითხოვდი. მპირდებოდნენ, მაგრამ ასეთი საბუთი ჩემი მინისტრობის დროს ვერ ვნახე“, - განაცხადა ქობულიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს.

განცხადების თანახმად, გიორგი ქობულია პორტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ცხრა თვის მანძილზე, ქობულიას არც ერთხელ არ მოუთხოვია კონსორციუმთან შეხვედრა და პროექტის კომერციულ დასაბუთებაში გარკვევა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობა (თუნდაც მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) ყველასთვის გასაგებია და შესაბამისად, მისი სტრატეგიული მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ემსახურება მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს,”-აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

ამასთან, კონსორციუმში ცალსახად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტი კომერციულად აბსოლუტურად გამართლებულია.

IPN 

თეგები:
ქობულია



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up