ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკუთარ გეგმებზე სოციალური ქსელის საშუალებით საუბრობს. როგორც მის „ფეისბუქ“–სტატუსშია ნათქვამი, მის გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და საგანმანათლებლო მუშაობა.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მოთხოვნა "ახალ სახეებზე" პოლიტიკაში.
თუ ხელოსანი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ ექიმი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ მასწავლებელი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
თუ თანამშრომელი გვჭირდება ვეძებთ გამოცდილს და მცოდნეს.
და პოლიტიკაში გვინდა ახალი და გამოუცდელი?!
რა თქმა უნდა არა, განახლების ქვეშ იგულისხმება მცოდნე, გამოცდილი და ახალი ენერგიის მატარებელი.
ვუყურებ ნაციონალური მოძრაობის "ათეულის" პრეზენტაციას და ვგულშემატკივრობ არა მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი ჩემი მეგობარია, არამედ პირველ რიგში მათი პროფესიონალიზმის და პოლიტიკური ნების გამო.
P.S. პრეზიდენტ ობამას დავესესხე პირველ ნაწილში ჰილარი კლინტონი კრიტიკაზე.
P.S. რადგან არის კითხვები, აქვე ვიტყვი რომ ჩემ გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და რა თქმა უნდა სტუდენტებთან მეტი მუშაობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის.“