გიორგი პერტაია - საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმისათვის, რომ მივიქციოთ ინვესტორის ყურადღება და ვიმუშავოთ მათ ქვეყანაში შემოყვანაზე

გიორგი პერტაია - საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმისათვის, რომ მივიქციოთ ინვესტორის ყურადღება და ვიმუშავოთ მათ ქვეყანაში შემოყვანაზე

access_time2020-12-04 12:37:17


„გვაქვს კარგი შედეგი საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით და ასეთი ტიპის რეიტინგებში წინსვლა კარგია, რადგან რეიტიგები წარმოშობს გარკვეულ ინტერესს და ეს არის ის ინტერესი, რაც გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამას ემატება სხვა საერთაშორისო რეიტინგებიც. რა თქმა უნდა, მხოლოდ რეიტინგების გამო საქართველოში ფულს არავინ  ჩადებს, მაგრამ ეს  რეიტინგები იწვევეს გარკვეულ ინტერეს ინვესტორების მხრიდან.  ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა  და ასეთი ტიპის შედეგები ძალიან გვჭირდება, იმისათვის რომ ყურადღება მივიქციოთ და შემდგომ ვემუშავოთ ინვესტიციების განხორცილებაზე,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოში 28-ე, ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა, ხოლო “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” კომპონენტში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„ვფიქრობ, რომ დროული გზავნილია, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც  ინვესტორები პანდემიის გამო  გარკვეულ ცვლილებებს ახდენენ, გარკვეულ გადაადგილებებსა და საიმედო მიწოდების არხებზე ფიქრობენ, ვინაიდან პანდემიამ პირველი ტალღის დროს მოშალა ძალიან ბევრი ე.წ სანდო მიწოდების არხები.



კორუფცია ყველგან არსებობს, აქ კი საუბარია ქვეყნებს შორის შედარებებზე და Trace International-ის კვლევა ცხადყოფს, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს კარგი პოზიციები მსოფლიოში. გასაგებია, რომ პოლიტიკურად ცხელი გარემოა და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპონენტები,  თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ვართ რეგიონში პირველები და ეს შედეგები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ’’- განაცხადა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up