გიორგი პერტაია: „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმება ბიზნესისთვის კარგი არ არის

გიორგი პერტაია: „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმება ბიზნესისთვის კარგი არ არის

access_time2019-07-03 09:45:47

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესისთვის „ოქროს სიის“ შეღავათები არ უნდა გაეუქმებინა.


ამასთან, როგორც მან BM.GE-ს კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კერძო სექტორი უნდა გაეფრთხილებინა.


„სიმართლე გითხრათ, „ოქროს სია“ ჩემი და ჩვენი გუნდის შექმნილია, ამერიკის სავაჭრო პალატაში მუშაობის დროს. ჩვენ იმ პერიოდში წარვუდგინეთ მაშინდელ მთავრობას და დაგვიდასტურეს და ამან ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ჩქარა გადაწყვიტა.


თავიდან, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ამდენი წელი იმუშავებდა ეს „ოქროს სია“, პირიქით, ვფიქრობდით, რომ სიაში ნელ-ნელა გაწევრიანდებოდნენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის, მცირე და საშუალო და საერთო ჯამში, მივიღებდით მოცემულობას, როცა ოქროს სიის წესები გავრცელდებოდა ყველა კომპანიაზე.



მთლიანობაში ვთვლი, რომ ბიზნესისთვის გაუქმება კარგი არ არის და ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვიდაოთ. არის ბევრი განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ აშკარაა, რომ შესაძლებელი იყო, უფრო მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო ფინანსთა სამინისტროსგან ბიზნესმენების მიმართ, რომ მათ სცოდნოდათ, რა მოხდებოდა“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.


შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ოქროს სიის 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა; ასევე, ყველასთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, გადახდის 15-დღიანი პერიოდი.


BM.GE







არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...


მსგავსი სიახლეები

up