გიორგი პერტაია -კვალიფიციური მუშახელი არის ძლიერი ბიზნესის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის გარანტია

გიორგი პერტაია -კვალიფიციური მუშახელი არის ძლიერი ბიზნესის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის გარანტია

access_time2020-12-24 13:21:00

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს დღეებში, რომელიც გერმანიის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.



შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც არსებობს ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე.



,,როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იყო მოლოდინი, რომ შემდეგი წლიდან იქნებოდა ექსპორტის მკვეთრი ზრდა. თუმცა, ეს ასე არ არის და ვერც იქნებოდა. ექსპორტიორებისთვის არატრადიციულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას გაცილებით დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა კი, მიმართული უნდა იყოს კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, ცოდნის გაზიარების, საჭირო კავშირების დამყარებისა და ლოგისტიკური, საბაჟო პროცედურების გაცნობის კუთხით. გარდა ამ ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანია, პარალელურად გაიზარდოს ქართული პროდუქციის შესახებ ცნობადობა ევროკავშირის მასშტაბით და განსაკუთრებით, არატრადიციული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც იწარმოება საქართველოში. ასეთი პროდუქტებისა და სერვისების წარმოების შესაძლებლობა არსებობს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის, კრეატიული ინდუსტრიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში, რომლებიც ამავე დროს ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია“-განაცხადა შეხვედრისას სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.




გიორგი პერტაიას თქმით, კვალიფიციური მუშახელი არის გარანტია ძლიერი ბიზნესის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის. ,,ამ პროცესებში კი, საქართველოს სავაჭრო პალატაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, პალატა გახდა ევროკავშირის პროექტის -„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ გამარჯვებული, რაც დამატებით შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს თავი დაიმკვიდრონ ევროკავშირის ბაზარზე და განავითარონ საკუთარი ბიზნესი“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up