გიორგი პერტაია - ინვესტორები აუცილებალდ გაითვალისწინებენ Covid-19-თან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს გადაწყვეტილებების მიღების დროს

გიორგი პერტაია - ინვესტორები აუცილებალდ გაითვალისწინებენ Covid-19-თან ბრძოლის წარმატებულ შედეგებს გადაწყვეტილებების მიღების დროს

access_time2020-07-01 23:55:34

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხმაურიანი პოლიტიკა.


პალატის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს უნდა იყოს ხმაურიანი პოზიტიური გზავნილებით და ეს, დღეს შეიძლება იყოს საქართველოს, როგორც კოვიდ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიცინორება. გიორგი პერტაიას თქმით, საინვესტიციო პოლიტიკასთან მიმართებით, ქვეყანას პანდემიასთან გამკლავების შემდეგ დიდი პოტენციალი გააჩნია.


,,ინვესტორების ხედვა ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით შეიცვალა, რაც განპირობებულია COVID19-ის პანდემიით. პანდემიამდე ინვესტორები გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ-ეს იყო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა/გარემო, საგარეო რისკები, მუშახელი და ა.შ.. დღეს, ვითარება შეიცვალა, ინვესტორები გარდა ამ ფაქტორებისა პრიორიტეტად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწიენებენ მთავრობის უნარს თუ როგორ მართავს კრიზისს და ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოწყობას. Covid-19-ის პანდემიამ დაანახა ინვესტორებს, აღნიშნული ფაქტორების აუცილებლობა ინვესტიციების განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს უნდა იყოს ხმაურიანი პოზიტიური გზავნილებით და დღეს, ეს გზავნილები შეიძლება იყოს საქართველოს, როგორც კოვიდ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით პოზიცინორება“.


მისივე თქმით, პრივატიზაციის პოლიტიკასთან მიმართებით, მნიშვენელოვანია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემა უსასყიდლოდ განხორციელდეს, მაგრამ იყოს ვალდებულებებით დატვირთული.


,,აღნიშნული პოლიტიკის უპირატესობა, კი გრძელვადიან სტრატეგიის გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის უფრო დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე ერთჯერადად მაღალ ფასად გასხვისებული მიწის ნაკვეთი. თუმცა, გასათვალისწინებელი, რომ სახელმწიფოს ვალდებულებით გადაცემულ ქონებასთან მიმართებით შემუშავებული უნდა ჰქონდეს მათ შესრულებაზე მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვალდებულებების შესრულების პერსპექტივა ნაკლებია. გარდა ეფექტურობისა, მონიტორინგის მექანიზმი უნდა იყოს ერთნაირი ყველას მიმართ, რაც კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების გარანტიაა’’-აცხადებს გიორგი პერტაია.



სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეს თითოეულ ინვესტორთან, საინვესტიციო პროდუქტის თავისებურებების გათვალისწინებით.


,,აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მომენტში საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კარგი პოზიცია გააჩნია, რაც ძირითადად განპირობებულია პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლით. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელმა გუნდმა აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს. მიუხედავად ამ პრინციპული უპირატესობისა, საქართველოს მაინც მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწევს არსებობა, რადგან ის ეკონკურენტება ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე რამდენი ათეული წელია აქვთ ინვესტიციების მოზიდვის გამოცდილება და შექმნილი აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა’’.-აღნიშნავს პერტაია.


მისივე თქმით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების შემცირება მოსალოდნელია, რაც განპირობებულია პანდემიის ნეგატიური შედეგებით რეგიონში.
,,ამ მიმართულებით დღევანდელი სტრატეგიაც არის შესაცვლელი და დასაწყებია მუშაობა სხვა საინვესტიციო ბაზრებზე. ასევე მნიშვნელოვანია ერთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლა ქვეყანაში, რასაც ჯაჭვური რეაქციით მოყვება სხვა მსხვილი ინვესტორების შემოსვლაც’’- ამბობს პალატის პრეზიდენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up