გიორგი პერტაია: ძალიან ბევრი ევროპული კომპანია ცდილობს, ბიზნეს პროცესები საქართველოში გადმოიტანოს

გიორგი პერტაია: ძალიან ბევრი ევროპული კომპანია ცდილობს, ბიზნეს პროცესები საქართველოში გადმოიტანოს

person access_time2016-05-05 19:10:02

ინტერვიუ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი პერტაიასთან


 - როგორც ვიცით, მაისის შუა რიცხვებში HENKEL-ის საწარმოს მშენებლობა დასრულდება.  რას ელოდებით HENKEL-ის აქტივობისგან საქართველოს ეკონომიკისთვის? 


- HENKEL სამშენებლო სამუშაოებს მაისის შუა რიცხვებში ასრულებს. გერმანული ბიზნეს ტრადიციით ისინი დაელოდებიან ორი თვე და დააკვირდებიან როგორ მუშაობს საწარმო, რის შემდეგაც იქნება ოფიციალური გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი HENKEL საქართველოშია. ჩვენთვის ასეთი ინვესტორები ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როდესაც HENKEL საქართველოში შედის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო კარგი ადგილია ფულის საკეთებლად, ეს სხვა ინვესტორებისთვის გარკვეული მესიჯია. გერმანული ინვესტიციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი ევროპული კომპანია ცდილობს საქართველოში გადმოიტანოს თავისი ბიზნეს პროცესები და შემდგომ უკვე საქართველოში წარმოებული სერვისები და პროდუქტები შეიტანოს ევროპაში. ეს არის ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იმიტომ, რომ ასეთ დროს ინვესტორებს შემოაქვთ ცოდნა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.


 - როგორი იყო 2015 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით? 


- 2015 წელი იყო ძალიან კარგი. წინასწარი მონაცემებით იყო მილიარდ 350 მილიონი დოლარი, რაც არის ძალიან კარგი და ველოდებით უკვე დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში გვექნება და ვფიქრობ საკმაოდ მაღალი ციფრი იქნება. 


- დაახლოებით რამდენს ელოდებით? 


- ძალიან რთულია წინასწარ თქმა. მაგალითად შარშან 500 მილიონიანი სხვაობა იყო 2014-სა 2015 წელს შორის. ინფორმაციის ერთადერთი წყარო ჩვენთვის არის საქსტატი, შესაბამისად ველოდებით მათ საბოლოო ციფრს. 



- ფიქრობთ, რომ შესაძლოა განმეორდეს და რა იყო ამხელა სხვაობის მიზეზი? 


- ძალიან რთულია იმის თქმა თუ რა იყო მიზეზი. ეს ალბათ საქსტატს უნდა კითხოთ იმიტომ, რომ მეთოდოლოგიაში არის ამ კითხვებზე პასუხი. უნდა ვაღიაროთ, რომ არაბუნებრივად დიდი სხვაობაა, მაგრამ საქსტატის საქმიანობაში არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. ძალიან კარგ მეთოდოლოგიას იყენებენ, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. 


- რა მნიშვნელობა აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს?


 - ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვინაიდან რაც არ უნდა მოხდეს მომავალში ქვეყანაში, როგორი მთავრობაც უნდა მოვიდეს და როგორც უნდა განვვითარდეთ, ათწლეულების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნება ეკონომიკის მამოძრავებელი. ენერგეტიკის სფეროში, თუ ვსაუბრობთ ჰიდროელექტრო სადგურებზე, მე არ მჯერა , რომ რაღაც პოზიციებს ვკარგავთ უცხოური ინვესტიციების ნაწილში, პირიქით ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოდის. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება გარკვეული პროექტი კვლევის პროცესში იყოს და მინიმუმ 1 წელი ჭირდება კარგი კვლევის ჩასატარებლად, ხოლო როდესაც სამუშაოები დაიწყება და ფულის რეალური ხარჯვა დაიწყება, ეს აისახება. 


- ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბრები საპარტნიორო ფონდის ფინანსურ კორპორაციად გადაკეთებასთან დაკავშირებით. საპარტნიორო ფონდიც გარკვეულწილად არის ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი. როგორ ფიქრობთ, საჭიროა ასეთი კორპორაცია იმ დროს როდესაც საინვესტიციო სააგენტოც არის? 


-საინვესტიციო სააგენტოსთან საპარტნიორო ფონდის შედარება არასწორია. ერთი არის ფონდი, სადაც აკუმულირებულია გარკვეული თანხა, ხოლო მეორე არის სააგენტო. საინვესტიციო სააგენტოს მთავარი ფუნქცია არის მოიზიდოს ინვესტიციები და აამაღლოს ცნობადობა საზღვარგარეთ ინვესტორებისათვის. ხოლო საპარტნიორო ფონდის მთავარი ფუნქცია არის თანადაფინანსება გაუწიოს უცხოელი ინვესტორების პროექტებს. აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქციები გვაქვს. რაც შეეხება გადაკეთებას, მე ვფიქრობ საპარტნიორო ფონდის თანხები აუცილებლად უნდა წავიდეს იმ პროექტებში, რომლებიც მთლიანადაა თანხმობაში მთავრობის განვითარების სტრატეგიასთან. ეს შეიძლება არ იყოს არანორმალურად მომგებიანი პროექტი, სადაც კერძო სექტორი არ წავიდეს, მაგრამ წავიდეს საპარტნიორო ფონდი თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება ან თუნდაც იმიტომ, რომ სტრატეგიასთან ძალიან ახლოს არის ესა თუ ის პროექტი. 


- როგორც თქვით, საინვესტიციო სააგენტოს მთავარი ფუნქცია ინვესტორების მოზიდვაა. პრემიერმა კვირკაშვილმა ელჩებს დაავალა, რომ დაგეხმარონ ამ ფუნქციის შესრულებაში და ასევე იყვნენ ეკონომიკის ელჩებიც. გეხმარებიან ამ კუთხით? 


- საელჩოებთან ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს. რეალურად როდესაც ვიცით უცხოეთში რომელ ბიზნესმენთან და კომპანიასთან გვინდა შეხვედრა, პირველ რიგში ჩვენი წარმომადგენელი არის საელჩო.  რა თქმა უნდა არის გარკვეული ფანჯარა, სადაც შეიძლება უკეთესად მუშაობა და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკური გუნდიდან არის და ძალიან კარგად ესმის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და გარკვეული პერიოდის შემდგომ აუცილებლად გაუმჯობესდება თანამშრომლობა. 


- ბოლო პერიოდში ასევე აქტუალური იყო ოფშორების თემა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ოფშორულ ინვესტიციებზე და არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი, როდესაც შესაძლოა სახელმწიფომ კომპანიას მოსთხოვოს, რომ გამოვიდეს ოფშორიდან, როგორც ხუდონჰესთან დაკავშირებით მოხდა? 


- ოფშორები არ არის ცუდი სიტყვა. კომპანია თუ არის დარეგისტრირებული ოფშორებში და იქიდან შემოდის, არ ნიშნავს, რომ რაღაც დამალულია. ეს არის აპრობირებული მეთოდი, კომპანიები ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც ნაკლებად დაიბეგრებიან. ეს არ ნიშნავს კანონის დარღვევას. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ მოითხოვოს უფრო მეტი ტრანსფარენტულობა კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც ალბათ ყველაზე სტრატეგიულ ობიექტზე მუშაობს საქართველოში, ვფიქრობ ნორმალური არის. რაც მთავარია ეს არ ყოფილა დაძალების რეჟიმში, ეს იყო ურთიერთთანამშრომლობა, სადაც მთავრობამ მოითხოვა გაეგო რა ხდებოდა რეალურად და როგორც ვიცი მეორე მხრიდანაც მოხდა ამ საბუთების წარდგენა. 


- შეიძლება, რომ იგივე განმეორდეს ბიტკოინებთან, ბლოკჩეინთან და ბითფურისთან მიმართებაში და რა მნიშვნელობა აქვს მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს საქართველოსთვის? 


- მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს საქართველოში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში არსებობს ცოდნის ნაკლებობა და ნებისმიერი ინვესტიცია, რომელსაც შემოაქვს გარკვეული ცოდნა, ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სხვა ინვესტიცია არის ცუდი. უბრალოდ არის კარგი ინვესტიციები და ძალიან კარგი ინვესტიციები. მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია არის ძალიან კარგი ინვესტიცია. საქართველოს, ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ როგორც მასობრივ მწარმოებელ ქვეყანას. შესაბამისად სამომავლო პრიორიტეტია, რომ ჩვენი სერვისების ექსპორტი მოხდეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ცოდნა მოიმატებს. რაც შეეხება ოფშორებს, არ მგონია დღის წესრიგში დადგეს. ასეთი კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ძალიან სტრატეგიულ ობიექტებს.



პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...


მსგავსი სიახლეები

up