გიორგი პერტაია : ჯანდაცვის სექტორი არის ძლიერი - ამ სახით გვაქვს  კარგი პროდუქტი მსოფლიოში გასაყიდად

გიორგი პერტაია : ჯანდაცვის სექტორი არის ძლიერი - ამ სახით გვაქვს კარგი პროდუქტი მსოფლიოში გასაყიდად

access_time2020-07-02 12:20:37

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა.


,,უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, ბევრი რამ, რაც საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს, არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მაგალითისთვის, რამდენად პოლიტიკურად სტაბილურია რეგიონი და რა საგარეო პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, ქვეყანა კონფლიქტურ ვითარებაშია რუსეთთან და ა.შ. ამით, იმის თქმა მინდა, რომ უცხოელი ინვესტორები, რომელსაც სურთ გარკვეული თანხის ჩადება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უყურებენ და მათთვის რთულად გადასაწყვეტია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება. თუმცა, არის წარმატებული მაგალითებიც, თუნდაც ისრაელი, სადაც ინვესტიციები მიდის და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის’’- აცხადებს პალატის პრეზიდენტი.


გიორგი პერტაია მიღწევების ნაწილში ასახელებს იმ სფეროებს, რაც არის Doing Business-ში ჩამოთვლილი მიმართულებები - საბაჟო, საგადასახადო, ტვირთის მოძრაობისა და კომპანიის დარეგისტრირების. მისი თქმით, ეს ყველაფერი ყველაზე სწრაფად კეთდება ქვეყანაში, მაგრამ გვაქვს პრობლემებიც.


,,ერთი მხრივ, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი პროდუქტი - საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა კრიზისის ეფექტური მართვის უნარი. ამასთან, ჯანდაცვის სფერო არის ძლიერი და ინვესტორი კომპანიები აუცილებლად გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს, რადგან ეს მომავლის ახალი ტრენდია. ამჟამად, კომპანიები ცვლიან მიდგომას თავიანთი ფინანსური მოდელების მიმართ. დღეს, შეფასების სისტემას კრიზისების მართვის უნარი და ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი დაემატა. რაც არ უნდა გადასახადები იყოს დაბალი, თუ ჯანდაცვის სფერო არ არის ხარისხიანი, ბიზნესი საერთოდ დაიკეტება. სწორედ ამ სახით, ჩვენ გვაქვს კარგი პროდუქტი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არის გამოწვევებიც“.



გამოწვევების ნაწილში გიორგი პერტაია ერთ-ერთ მთვარ პრობლემად მუშახელის სიმწირეს ასახელებს და მიიჩნევს, რომ რეალურად საქართველოში, თურქეთთან შედარებით მუშახელი იაფია.


,,სწორედ იაფი მუშახელის გამო, ტექსტილები ნელ-ნელა ჩვენსკენ გადმოდიან, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი ამ მუშახელის საკმაოდ დაბალია. ამ ნაწილში, მთავრობამ უნდა გააქტიუროს მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვილი კომპანიები უკვე თავად აფუძნებენ პროფესიული განათლების სასწავლებლებს, თუმცა თავისით ეს სფერო ვერ განვითარდება’’-აცხადებს პერტაია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up