გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

access_time2019-12-13 11:18:42

7 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.


ღონისძიებას „სარტყლისა და გზის“ 73 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წელს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. პალატა ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე, ჰქმნის საერთაშორისო, შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ პლატფორმას.


დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ, აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას 82 ქვეყნიდან 218 წევრი ჰყავს და მილიონობით აფილირებული საწარმო აქვს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC -ის წევრი 2016 წელს გახდა.



ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტებმა ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ გახდება საინვესტიციო პლატფორმა ბიზნესისათვის და შესაძლებელს გახდის მათი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას.






დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...


მსგავსი სიახლეები

up