გიორგი მუაჩიძე: არავის ეგონოს, რომ აშშ-სთან  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ახალი ერა დაიწყება

გიორგი მუაჩიძე: არავის ეგონოს, რომ აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ახალი ერა დაიწყება

access_time2019-10-12 10:00:24

„ამერიკის ბაზარი პოლიტიკურად ძალიან სტაბილურია, არ დაგვეხშობა და რუსეთივით ბერკეტად არ გამოიყენებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.თუ დავალაგეთ ეს საკითხი, აშშ იმხელა ბაზარია, რომ მთლიანად შეიწოვს ჩვენს პროდუქციას.“ - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძაიძემ საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივის მიმოხილვისას ისაუბრა.


გამოცემა  Nationalinterest-მა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებსა და სავაჭრო პოტენციალს ანალიტიკური სტატია მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო იმსახურებს აშშ-სთან თავისუფალ სავაჭრო კავშირს.


„თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს“, - ამის შესახებ გამოცემა Nationalinterest-ი წერს.


გამოცემა წერს, რომ საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით.


„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო.



ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია“ - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად. მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი წარმოებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პროცესი 2012 წლის იანვარში დაიწყო. საქართველოს საელჩოს საიტზე დიალოგი აღწერილია როგორც „ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმა, რომელსაც გააჩნია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის პოტენციალი“, - წერს გამოცემა.


დაუდგება თუ არა „გაშლილ სუფრაზე“ მიპატიჟებულ საქართველოს აღმავლობის ხანა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და რა მივიღეთ მსგავსი შეთანხმებების  პრაქტიკული გამოცდილებით? პროცესის ეფექტურობას გიორგი მუაჩიძე საეჭვოდ მიიჩნევს ქართული მხარის მიერ ბაზრის დივერსიფიცირებისა და ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე.


„არაერთი შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ ისე, როგორც საჭიროა, ამის მაგალითია DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება). რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მნიშვნელოვანი და  წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოპოვება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამით ახალი ერა დაიწყება. არის ამის შესაძლებლობა უკვე სხვა მასშტაბურ ბაზარზე, მაგრამ ვერ ხდება ბაზრის დივერსიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან შესაბაისი დახმარებაც არ არის. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, რუსულ სახელმწიფო პროგრამებზეც კი აკეთებენ რეკლამებს, რომ იქ გაპიარდეს ჩვენი პოტენციალი და შესაძლებლობები. ამ დროს, ამერიკის ბაზარი პოლიტიკურად ძალიან სტაბილურია, არ დაგვეხშობა და რუსეთივით ბერკეტად არ გამოიყენებს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ფასის გადამხდელებიც უფრო მეტად არიან. „ - ამბობს მუაჩიძე


გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასევე ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას.

 

„თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ გააძლიერებს ისედაც მყარ აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს. თუმცა, თუ შეერთებული შტატები მოისურვებს მყისიერი ეფექტი იქონიოს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დაწინაურებაზე და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე, მაშინ კონგრესმა სწრაფად უნდა დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად. თბილისს აშშ ელჩი უკვე წელიწად ნახევარია არ ჰყავს და ამის ეფექტი ქართველებში შეიგრძნობა.საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს. მან ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია და იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან. დრო ნამდვილად არ არის დასაკარგი“, - წერს გამოცემა.


მარიამ მორგოშია




სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up