გიორგი მშვენიერაძე: ევროპული ტიპის დემოკრატიის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა პოსტსაბჭოთა მმართველობი მოდელი

გიორგი მშვენიერაძე: ევროპული ტიპის დემოკრატიის ნაცვლად, ხელში შეგვრჩა პოსტსაბჭოთა მმართველობი მოდელი

access_time2018-10-29 09:00:00

„ქართული ოცნების“ მმართველობიდან 6 წლის თავზე საპერლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ნდობა აღარ გამოუცხადა. დაახლოებით ერთ თვეში საქრთველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.



ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა დაკარგა. რა არის ამის რეალური მიზეზები - ამ კითხვაზე პასუხი „კომერსანტმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს სთხოვა.



ლოგიკურია, როდესაც ესა თუ ის პარტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებაშია, ის დროთა განმავლობაში კარგავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას, რადგან, როდესაც პოლიტიკური პარტია იმარჯვებს, ამომრჩეველს აქვს მოლოდინები. ეს მოლოდინები დაკავშირებულია მათი ყოველ დღიური ცხოვრების გაუმჯობესების აღქმასთან, რომელიც ხშირად აცდენილია რეალობასთან. ამომრჩევლები ელიან ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რომელიც უნდა აისახოს მათზე. ბუნებრივია, ეს ასე იოლად განსახორციელებელი არ არის.



„ქართულიოცნება“ როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, ჰქონდა რამდენიმე დაპირება, რომელთა ნაწილი საერთოდ გაქრა მათი პერსპექტივიდან. ერთ-ერთი იყო ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, რაც რეალურად ნიშნავდა არა მხოლოდ წარსულის გამოსწორებას, როგორც გვეუბნებოდნენ, არამედ უნდა ყოფილიყო სამართლიანობის დამკვიდრება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მათი მიზანი. ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა სამართალდამცავი სისტემების - სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის რეფორმირებით, რაზეც, ფაქტობრივად, „ქართულმაოცნებამ“ უარი განაცხადა.




დღეს ჩვენ გვაქვს იგივე ტიპის სასამართლო, როგორც მანამდე გვქონდა. ის რეფორმები, რომელსაც ტალღებს ეძახდნენ, რეალურად კოსმეტიკა აღმოჩნდა და როგორც კი პირველივე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა მოხდა, დავინახეთ, რომ სასამართლო ისეთივე მორჩილია, როგორიც იყო წინახელისუფლების დროს. დროთა განმავლობაში ეს გაცილებით მეტ ადამიანს შეეხო და მეტმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ დაპირება აუსრულებელი რჩებოდა.



მეორე ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება. წინა ხელისუფლების დროსაც ვსაუბრობდით, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკური ინსტრუმენტები ხელისუფლების ხელში. ამას ასევე ვერ თუ არ გაართვა თავი "ქართულმაოცნებამ" და დღესაც, ისევე როგორც ძველ დროში, პოლიცია და პროკურატურა ხელისუფლების ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გვევლინება.



საზოგადოების ნაწილს, ბუნებრივია, კეთილდღეობის გაუმჯობესების მოლოდინები ჰქონდა. ეს თავისთავში გულისხმობს სიღარიბის დაძლევას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის და ასევე სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, რომელიც დეკლარირებული ჰქონდა მმართველ პარტიას. სოციალური მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რაც შეიძლება დადებითად შეფასდეს, მაგრამ ამავდროულად მან ვერაფერი მოუხერხა ქვეყნის ეკონომიკას, რომლის ზრდის ტემპიც ძალიან დაბალია და თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გვემუქრება სოციალური კეთილდღეობა, რომელიც გაცხადებული მიზანი იყო.



გარდა ამისა მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, გაჩნდა მოლოდინები, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაიზრდებოდა. ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება არა თუ აჯობებდა წინახელისუფლებას, არამედ მიუახლოვდებოდა დასავლური ტიპის დემოკრატიას. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც სხვა გზა აირჩია. თუნდაც შევხედოთ საკონსტიტუციო რეფორმას. თითქოს იყო სურვილი, რომ რეფორმა ყოფილიყო ახალ, საერთო კონსესუსზე დაფუძნებული დოკუმენტი, მაგრამ მივიღეთ სულ სხვა რეალობა. ეს არის ერთპარტიული კონსტიტუცია. „ქართულ ოცნებას“ დაემართა ყველაფერი, რაც წინა ხელისუფლებას სჭირდა. მან საკუთრი მოღვაწეობით აირჩია არა ის გზა, რომ ხელისუფლების შტოები რეალურად ყოფილიყო დანაწევრებული და მათ ერთმანეთის კონტროლი და გაწონასწორება შესძლებოდათ, არამედ ის, რომ ყველა შტო მოქცეულიყო ერთი პირის, პოლიტიკური ლიდერის ხელში. ამ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს ის, რომ ეს ერთი პირი არის არაფორმალური მმართველი, მას არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. ამიტომაც მთელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც სახელმწიფო ვერტიკალი და მისი ყველა სახელისუფლებო შტო, აღმოჩნდა სწორედ ამ ერთი არაფორმალური მმართველის ხელში, რაც ბუნებრივად ალპობს დემოკრატიულ ინსტიტუტებს - ეს დაემართა „ქართულ ოცნებასაც“. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ახალი ტიპის მავნე მმართველობის ფორმა - ეს არის არაფორმალური მმართველობა, რაც ძალიან ცხადად ჩანს ყველა მოქალაქისთვის.



2014-2015 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პრემიერ მინისტრობიდან, დემოკრატიული მმართველობის კონტურები ჯერ კიდევ იყო, ახლა კი ძალიან თვალსაჩინოა, რომ მან, სახელმწიფო მოაწყო ისე როგორც კორპორაცია, სადაც ყველაფერს მართავს თავად - მისი პირადი თანაშემწეები ხდებიან პრემიერ მინისტრები, ისინი ანგარიშვალდებულნი არიან არა პარლამენტის წინაშე, საკუთარი პროგრამით და სამოქმედო გეგმით, არამედ ანგარიშს აბარებენ პირადად ივანიშვილს. პარლამენტი და იქ არსებული კონსტიტუციური უმრავლესობა სრულად ექვემდებარება მის ნებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი პირადი დაცვის უფროსი ხელმძღვანელობს, სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის უფროსი ასევე მისი პირადი მცველია, მთავარი პროკურორი, არათუ პოლიტიკურად ნეიტრალური პირია, არამედ მისი პირადი ადვოკატია, სასამართლო ხელისუფლება პირადად არის დაქვემდებარებული მას და ამავდროულად გვყავს ფარცხალაძე, რომელიც მისი პირადი სადამსჯელო რაზმია, როგორც ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერებიდან გამოჩნდა.



ამას უკვე ბევრი ხედავს. ადამიანებს როცა ჰქონდათ მოლოდინი, რომ მიიღებდნენ ევროპული ტიპის დემოკრატიას, როგორც თავად ივანიშვილი ამბობდა - ევროპასაც კი გააოცებდა, სამწუხაროდ, ხელში შეგვრჩა პოსტსაბჭოთა მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც გადაწყვეტილებას იღებს პირი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა, როგორც თანამდებობა და ამავე დროს სახელმწიფოს მართველის თანამდებობა, ეს იყოს წორედ საბჭოთა წარსულში.


კომერსანტი





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up