გიორგი მარგველაშვილი: სუბსიდიები სტარტაპებისთვის არის კარგი, მაგრამ არა გრძელვადიან პერიოდში

გიორგი მარგველაშვილი: სუბსიდიები სტარტაპებისთვის არის კარგი, მაგრამ არა გრძელვადიან პერიოდში

person access_time2016-01-12 14:00:05

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სუბსიდიები სტარტაპებისთვის არის კარგი, გრძელვადიან პერიოდში კი მათი განხორციელება ნიშნავს იმას, რომ დარგი არ განვითარდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გურჯაანის ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა.


„სუბსიდიები არის არისხოლმე საინტერესო, როგორც ბიზნესის სტარტაპი. თუ 20 წლის შემდეგ შენ, სახელმწიფო, მოხვალ და გლეხს მიწას მოუხნავ, ეს ნიშნავს, რომ არ განვითარდა ეს დარგი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.


მისივე შეფასებით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი და ძნელადგათვლადი დარგია.


„ბაზრის გათვლა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ნაწილში განსაკუთრებით რთულია. ცაკლე მდგომი ფერმერი ძნელად თუ გეტყვით, რომ მან  გადაწყვიტა მოიყვანოს თხილი, რადგანაც კარგი ფასი აქვს თურქეთში. თხილი მოსავალს მისცემს 3 წელიწადში. ასე, რომ 3 წლის მასშტაბით ჩვენ  დაგეგმვა შეგვეძლოს, განსაკუთრებულად რთულია. მითუმეტეს, როცა ლაპარაკია ღვინის ბაზარზე და როცა ლაპარაკია, რომ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარი არის რუსეთი და რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა ყოველთვის სირთულეების წინაშე დგას“,- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.



მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის  მიმართულებით რისკების შესამცირებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.


„აუცილებელია კოოპერაცია იყოს, რადგან როდესაც ზრდი ბიზნესის მოცულობას დივერსიფიკაციის შესაძლებლობაც მეტი გაქვს და მთლიანად არ ხარ მაგალითად, ყურძენზე გადართული. დიდი ბიზნესი ყოველთვის უფრო გადარჩენადია ვიდრე მცირე.


მეორე არის ხელისუფლების მიერ ხელშეწყობა და ინფორმაციის მიწოდება. ამისთვის საჭიროა განათლებისა და ცოდნის შეტანა სოფლის მეურნეობაში. ეს რას ნიშნავს? უნივერსიტეტების და კოლეჯების ინფორმაციით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს - ახალი ჯიშების თაობაზე, ბაზრების თაობაზე.


ეს ყველაფერი უნდა იყოს არა თბილისში, არამედ ადგილზე. მაგალითად, თელავის უნივერსიტეტში უნდა გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობის კათედრა, რომელიც უნდა მივაბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მუდმივადმიაწვდის ინფორმაციას პროფესორებს, ადმინისტრაციას. ამ თვალსაზრისით ძალიან გასაღრმავებელია რეფორმა. არ არსებობს სოფლის მეურნეობა თუ ის არ არის ადგილზე განხორციელებული - კახელ გლეხს ვერ მისცემ რჩევას, თუ კახეთში არ მუშაობ და შენ თვითონ არ გაქვს საცდელი ნაკვეთი.


მესამე- ეს არის დაზღვევა. ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, ძალიან სერიოზული რეფორმები გატარდა. სოფლის მეურნეობის დაზღვევა არის ამ ბიზნესის არსებობის წინაპირობა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 




საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up