გიორგი მარგველაშვილი - რუსთაველზე ხალხს კი არ კრებენ, ხალხი იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე

გიორგი მარგველაშვილი - რუსთაველზე ხალხს კი არ კრებენ, ხალხი იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე

access_time2019-07-20 22:04:24

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მისი თქმით, რუსთაველზე ხალხს კი არ კრებენ, ხალხი იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მივიდა, თუმცა ურჩევნია, იმ ხალხს მიმართოს, ვინც რუსთაველზე არ დგას.

„მინდა, მივმართო პირველ რიგში ჩემს და ჩემზე უფროსს თაობას – მოდით და ნახეთ, როგორ იქმნება ახალი საქართველო; მოდით აქ და ნახეთ, რომ ის სისხლი, რაც 30 წლის წინ ჩვენმა მამებმა აქ დაღვარეს, რითიც მოვიპოვეთ დამოუკდებლობა, ტყუილად არ დაღვრილა; მოდით და ნახეთ, როგორ ქმნის ჩვენი შვილების თაობა თავისუფალ ქვეყანას. მოდით და ნახეთ ეს.

მე მინდა, მივმართო აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო. აქ ხალხს არ კრებენ, აქ ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თავად იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის რაღაც მევახშის საზომით საზომი ამბავი, თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს, აქ ბევრად მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100-200-300 ათასი მოყვანილი, შეკრებილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში. მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, რადგან აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი.


მინდა, მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში და დახურულ შეხვედრებზე, მოდით აქ და დაესწარით ახალი საქართველოს შექმნას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


1 არხი





რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up