გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს

გიორგი მარგველაშვილი - ნატოს წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს

access_time2018-07-12 19:58:03

ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს ახალ სათავო ოფისში გამართულ სიმპოზიუმში - "ნატოს ჩართულობა- ბრიუსელის სამიტის დიალოგი", რომელზეც სიმპოზიუმის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს და საქართველო - უკრაინის ალიანსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა და ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების მონაწილეობით ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრებზე საქართველოს პარტნიორებთან საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკვე ის მომენტია, როცა ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, დავძლიოთ ეს დაბრკოლებები და გავერთიანდეთ იმ ერთა ოჯახში, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს.

გიორგი მარგველაშვილმა არასწორი უწოდა თეორიას, რომ საქართველოში 2008 წელს ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ამ არასწორი თეორიის არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა საქართველოს საკუთარი მისწრაფებები ღიად არ ჰქონდა დაფიქსირებული. გიორგი მარგველაშვილმა რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ნათელი მაგალითები ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების, ლიეტუვას, პოლონეთისა და სხვა მხარდამჭერი ქვეყნების, რომლებიც ახლა ნატო-სა და ევროკავშირის წევრები არიან, რომლებმაც განვლეს გრძელი მოლოდინის პერიოდი, მაგრამ არ დაუკარგავთ მოთმინება, რომლებსაც საქართველოსთან შედარებით ნაკლებად ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდათ.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, რომელიც საქართველოთი დაინტერესებულია და აქტიურად აჟღერებს საქართველოს დღის წესრიგს. მათ სურთ საქართველოს ორივე გაერთიანებაში გაწევრიანება. ასევე, ჩვენ გვაქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში არჩეული ნათელი გზა და ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ყოველი სამიტი, მათ შორის ეს სამიტიც, სადაც ნატო- წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და საქართველოსა და უკრაინაში მომხდარს შესაფერისი სახელი - რუსული აგრესია და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია უწოდეს. ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატო- წევრი და ამასთან ერთად გვაძლევენ დამატებით ინსტრუმენტებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.


ჩვენ ნატო- წევრი ქვეყნების მხრიდან არაერთი ძალისხმევის მომსწრენი ვართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ საქართველოს მხარს, რათა ქვეყანამ გააძლიეროს თავდაცვა და მეტი ნატო ვიხილოთ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტი გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებასა და განგრძობით პროგრესზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ დავარქმევთ ყველაფერს შესაბამის სახელს და არ მოვექცევით პროპაგანდის გავლენის ქვეშ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up