გიორგი მარგველაშვილი:

გიორგი მარგველაშვილი: "მინდა, ეს დღეები ვაქციოთ საერთო ზეიმად" - 26 მაისს, თბილისს 6 ქვეყნის და ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

access_time2018-05-16 15:33:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორებს ჩაერთონ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში.

 

"დიდი სურვილი მაქვს, რომ საზოგადოება ამ სიამაყის ზეიმის ირგვლივ გავერთიანდეთ. 26 მაისს თბილისს ეწვევა 6 ქვეყნის და ევროკომისიის პრეზიდენტი. ასეთი დიდი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოს ჯერ არ ქონია და ეს ნათლად აჩვენებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ერს აქვს ჩვენი მეგობრებისგან.

 

მინდა, რომ ეს დღეები ვაქციოთ საერთო ზეიმის დღეებად და ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული. მინდა, რომ ეს იყოს ქართველი ხალხის სავიზიტო ბარათი ევროპისთვის, რას ვაფასებთ, როგორ შეგვიძლია ამის აღნიშვნა და რამდენად გულღია ვართ ჩვენი სიხარულის გაზიარებაში ჩვენი მეგობრების მიმართ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ ესეების კონკურსში, რომელიც სწორედ, პირველი რესპუბლიკის 100 წლის შეფასებას უკავშირდება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის გააზრებაში.


 

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი თაობებისათვის ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობდა მისი წინაპარი - როგორ ხედავდა განვლილ 100 წელსა და როგორ წარმოედგინა მას საკუთარი ქვეყნის მომავალი.

 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი რესპუბლიკის საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესულ იდეებზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა და შეიქმნა საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

 

"100 წლის წინ კიდევ ერთხელ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ურთულესი ისტორიის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო და დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა, რომელმაც აჩვენა ერის კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია და გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი. პირველი რესპუბლიკიდან დღევანდელ დღემდე პროცესი გამოვაცხადე დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სვლის პროცესად. დამოუკიდებლობა რაღაცისაგან გაქცევასა და თავის დაღწევას გულისხმობს, თავისუფლება კი, უფრო შემოქმედებითი პროცესია რაღაცის შექმნისა და კეთების პროცესი.

 

მჯერა რომ ერის მიზანი, და ის რამაც ამდენი საუკუნის განმავლობაში გადაგვარჩინა არის უნარის საკუთარის თავის იდენტიფიკაციის, და იმის, რომ მიხვდე ვინ ხარ და მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადადგა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 






საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up