გიორგი მარგველაშვილი - ინტენსიურ კომუნიკა​ციაში ვარ პოლიტიკურ პარტიებთან, ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, სტრატეგიის შესახებ

გიორგი მარგველაშვილი - ინტენსიურ კომუნიკა​ციაში ვარ პოლიტიკურ პარტიებთან, ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, სტრატეგიის შესახებ

access_time2020-02-24 23:14:11

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ ჩამოყალიბებული მრგვალი მაგიდის საკონსულტაციო ფორმატი დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს სახავს და უნდა შენარჩუნდეს ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

 

„ახლა ვიმყოფები ინტენსიურ კომუნიკა​ციაში პოლიტიკურ პარტიებთან. ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, მათი სტრატეგიის შესახებ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, რომელიც გაერთიანებულია უკეთესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გამოშვების თემის ირგვლივ, უნდა იყოს შენარჩუნებული, ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული. ეს მაგიდა სახავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, ამ მაგიდის გარეთ მე ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ დინამიკას, რომელშიც ვინმე სერიოზულად უნდა ჩაებას. ჩემი პოზიცია ისევ ამ მაგიდის გაძლიერების ირგვლივ არის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისივე თქმით, მისთვის ამოსავალი წერტილია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგად ყველა პარტია მიღებული ხმების შესაბამის მანდატებს მიიღებს.


 

„ჩემი ინტერესი არის საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომლის ძირითადი ხაზგამსმელი პრინციპი არის შემდეგი – ყველა პარტიამ უნდა აიღოს იმდენი, რამდენ მხარსაც უჭერს მოსახლეობა, არც არავის უნდა მოაკლდეს და არც არავის დაემატოს. მოპარვის, ან ჯიბეში ჩადების შედეგად დემოკრატია ვერ შედგება. ეს არის ამ მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანი და ამიტომ ვუჭერ ამ გაერთიანებას მხარს. ამ მაგიდასთან სხედან ის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ ალტერნატიული დაბალანსებული საარჩევნო სისტემის შემოთავაზებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

1tv.ge





საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...


მსგავსი სიახლეები

up