გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება

access_time2016-05-26 13:49:53

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

 

უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს ხალხს და ემიგრანტებს მიულოცა.

 

„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს.

 

ეს დღე, მე მინდა, მივულოცო, ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს.

 

მე მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს.

 

მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.

უპირველესად, მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლებს-საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს.

 

მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენ საერთო - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალებს.

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისათვის. 

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში.

 

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს.

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ,  ჩვენი თანამებრძოლები, მთელ ერთან ერთად, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას.

 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

 

25 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.

 

თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება.

 

თავისუფალი ადამიანი არა მარტო თავად არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს ცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ!

 

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები.

 

სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი, დამოუკიდებლობის 25-ე წელი, მე „ევროპული სახელმწიფოს“ წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სახელმწიფოებრიობაში სწორედ ამ წელს უნდა გადავიტანოთ.

 

წელს ჩვენ კიდევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

 

დღეს, აქ თქვენთან ვდგევარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით. იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ მივაღწევთ, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი.

 

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - მიმართა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.

 

თავისუფლების მოედანზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქრათველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას დაღუპულთა ხსოვნას.

 

დღეს ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 432-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

 

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის პარალელურად, საქართველოს ხუთ რეგიონში - კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში გაიმართა.

 

თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული სამხედრო ორკესტრი, აშშ-ს საჰაერო ძალებისა და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო - სადესანტო პოლკის ორკესტრები.

 

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სტუმრებმა თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

 



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...


მსგავსი სიახლეები

up