გიორგი მარგველაშვილი: აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა

გიორგი მარგველაშვილი: აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა

access_time2016-02-03 14:39:27

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური რესურსის სრულყოფილად ათვისებისათვის მუშაობის გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.

 

როგორც  გიორგი მარგველაშვილა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები როგორც ჩინეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რაც მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ჩვენ გააქტიურებას საჭიროებს.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულად არ არის გამოყენებული ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება - უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები.

 

პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ულევი რესურსი ჩვენ ქვეყნის უნიკალურ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ პოტენციალშია. „ტრანზიტული, ენერგეტიკული, ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი ბუნებისგან გვაქვს ბოძებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მოვიცლით“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, უფრო აქტიურად უნდა ავითვისოთ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა - სატრანზიტო ფუნქცია.


 

„აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების აქტიური ჩართვა, ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა.

 

ამ მიმართულებით ჩვენ მზარდი პოტენციალი გაგვაჩნია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გზსადენი, TANAP, TAP, აბრეშუმის გზა, ტრანსრეგიონულ თანამშრომლობას ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და “ლაპის ლაზურის” სატრანპორტო პროექტები - უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია. ამ შესაძლებლობებს ემატება რეგიონში ირანის ახალი ეკონომიკური პერსპექტივის გახსნა სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობისათვის, ამ ინიციატივების რეალიზაციაშიც საქართველოს საკვანძო როლი ენიჭება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ასევე გულისხმობს სოფლის მეურნეობის წახალისებას, მისი ბიზნესად ჩამოყალიბების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ურბანიზაციის ჯანსაღი პროცესის სტიმულირება, მიწის ბაზრის სწორი განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარებას ტურიზმის ხელშესაწყობად, სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ სასაწყობე და ლოჯისტიკური პროექტების ხელშეწყობას. ყველა იმ პროექტის უსწრაფეს დაძვრას, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის დოვლათს.

 

„ეკონომიკური ზრდა უნდა განვიხილოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.

ერთი მხრივ ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი ეკოლოგიისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან დაუძლეველ დილემას. ჩვენი ბუნებისა თუ კულტურული სივრცის დეგრადირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია,  რომ ყოველი ახალი საინვესტიციო წინადადება აკმაყოფილებდეს საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებს გარემოსა და კულტურული მემკვიდეობის დაცვის სფეროში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევინარჩუნოთ ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა,  ვუპასუხოთ ჩვენი კონსტიტუციის ერთერთ უმნიშვნელოვანეს, ევროპული სტანდარტის პოსტულატს, რომ მიზნად ვისახავთ „სოციალური“ სახელმწიფოს შენებას.

 

„უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის დიფერენცირების გზით, უნდა განვავითაროთ სოციალური ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა, გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.




კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...


მსგავსი სიახლეები

up