გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა

access_time2018-07-05 16:10:03

კომერსანტს მთავრობის კანცელარიაში დაუდასტურეს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკავშილმა პარტია ქართული ოცნება დატოვა. კვირიკაშვილი  მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა ჩამონათვალში აღარ ფიქსირდება. 


 პოლიტსაბჭოს წევრთა  15-კაციან შემადგენლობაში ახლა 14 ადამიანია დარჩენილი.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მესამე პრემიერმინისტრი იყო, რომელიც ამ პოზიციაზე 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. ცნობისთვის, კვირიკაშვილი ორი წლის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნებასაც“ ხელმძღვანელობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა.



ყოფილმა პრემიერმა გადადგომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები დაასახელა.


დღეს კი, ცნობილი გახად, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტსაბჭო და პარტია დატოვა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ , განცხადებით მიმართა პარტიისა და პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ.


რაც შეეხება პოლიტსაბჭოში გამოთავისუფლებულ ადგილს, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პარტიის მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ამ პოზიციას მოქმედი პრემიერმინისტრი დაიკავებს.






კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა
access_time2020-02-28 14:00:01
„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.   როგორც მედი ჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი აქტივობითაა განპირობებული.    „როდესაც გასული წლის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს
access_time2020-02-28 11:51:39
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up