გიორგი კვირიკაშვილი „სოკარის“ შესახებ: არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას

გიორგი კვირიკაშვილი „სოკარის“ შესახებ: არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას

access_time2016-01-13 17:19:37

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი - კომპანია “სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და “სოკარ ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.



მხარეებმა არსებული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და კომპანია „სოკარს“ შორის გაგრძელდება და გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობა. 


„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ პრობლემებს, რომელიც საქართველოში ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდების სეზონური დაბალანსების თვალსაზრისით არსებობს.


პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მილსადენი, რომლითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის საკმარისი არ არის. აღინიშნა, რომ იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელიც არსებული მილსადენებიდან დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. მხარეებმა განიხილეს დეფიციტის შევსების ტექნიკური გზები და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ.


კომპანია "სოკარმა" ასევე დაინტერესება გამოთქვა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მიმართ, რომლის განხორციელების დაწყებაც 2016 წელს იგეგმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.


კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. როვნაგ აბდულაევმა, ასევე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს ახალი წელი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

 



პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up