გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს აქვს ბიზნეს–შესაძლებლობების სრულად რეალიზების ყველა რესურსი

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს აქვს ბიზნეს–შესაძლებლობების სრულად რეალიზების ყველა რესურსი

access_time2016-11-23 13:30:00

ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ამავდროულად, ვცდილობთ, ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები, ვიდრე ტიპიური ევროპული ქვეყანაა ლიბერალური ვაჭრობისა და რეგულაციების სიმძიმის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 


კვირიკაშვილის განმარტებით, ბიზნესის განვითარება ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველოს აქვს ბიზნესშესაძლებლობების სრულად რეალიზების ყველა რესურსი.

 

 


„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, თავისი პროდუქტი და მომსახურება ევროპულ ბაზრებზე გაიტანოს. სულ ახლახან ჩვენ ეს შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ-ქვეყნებთანაც დავდეთ. კიდევ 4 სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საშუალება მოგვცა, წვდომა გვქონოდა დამატებით 14 მილიონ მომხმარებელზე. საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ასევე დაასრულა ჩინეთთან, შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს არის ყველაზე ღია, ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონში და აქვს სტრატეგიულად მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის მონაცემები დაასახელა, რომლის მიხედვით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა და გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა.

 

 


"ყოველწლიურად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს უფრო და უფრო უკეთეს შეფასებებს აძლევენ. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორი ქვეყანაა, რომლის ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, ძალადობასთან ბრძოლა, სტაბილურობა და რეგულაციების ხარისხი მდგრად აღმასვლას განიცდის. ფრეიზერის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე ეკონომიკურად თავისუფალ ხუთ ქვეყანას შორისაა. ეს მართლაც ღირსშესანიშნავია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ღონისძიების მონაწილეებს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო.

 

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინვესტორის დღე, რომელიც საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას ისახავს მიზნად.

 

 

 




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up