გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტთან უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტთან უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

access_time2017-09-03 15:24:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტის გაფართოების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც პრემიერის განცხადებით, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. 



„უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები, ადგილობრივი წარმოება და მინდა, ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გქონდეთ. 

ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნის მისაღებად, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი და შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესრულება. 
რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს, იქნება ეს მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მისი ღირებულება, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა. 



Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...


მსგავსი სიახლეები

up