გიორგი კვირიკაშვილი - "მასწავლებელი, რომელიც გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული"

გიორგი კვირიკაშვილი - "მასწავლებელი, რომელიც გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული"

person access_time2016-07-30 16:16:57

მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გაცილებით უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.

 

 

"დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, ოღონს ეს არ უნდა მოხდეს ის, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს მასწავლებელთა კორპუსს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში უნდა იყოს გაცილებით უფორ მეტად დაფასებული და რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მუდმივი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 



მისივე თქმით, იგეგმება ძირეული ცვლილებები უმაღლეს განათლებაშიც, რათა სტუდენტებმა ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს მოთხოვნადია საქართველოში.

 

 

"უმაღლეს განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ძირეულ რეფორმებს, რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ძალიან ბევრ რესურს ხარჯავენ იმაში, რომ 4 წელი ისწავლონ, არ ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს არ არის მოთხოვნადი საქართველოში, არამედ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია და პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების პარალელურად, უნდა განვითარდეს და ამაღლდეს პროფესიული განათლების პრესტიჟი.
"მკაფიოდ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ბევრი ნაბიჯი გადავდგით კიდეც", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up