გიორგი კვირიკაშვილი - "ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული"

გიორგი კვირიკაშვილი - "ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული"

access_time2016-09-09 15:00:15

ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წინასწარი პატიმრობა ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებით, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის უცხო და მიუღებელი მეთოდია.

 


"ჩვენ სხვა ნაბიჯებიც გვაქვს დაგეგმილი და ეს არის ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაცია, წინასწარი პატიმრობის ზომის გამოყენების ლიმიტაცია. მაქსიმალურად, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე.

 


მოგეხსენებათ, ეს ზომა გამოიყენებოდა წარსულში საქართველოში, ხშირად პოლიტიკური მიზნებით. ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერი არის უცხო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს გამოყენებული ასეთი ზომა",- განაცხადა პრემიერმა.

 



პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღბა ეკონომკურ სექტორში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროგრამებზეც გაამახვილა, რომელიც, მისივე თქმით, თვისობრივად, ხარისხობრივად და ფიზიკურად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკას.

 


"ეს არის მიღწევადი და ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს გახლავთ ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ემყარება იმ საფუძველს, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა. გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არის წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი, დაცული საკუთრების უფლება, მეწარმეობის ხელშეწყობა მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. სწორედ ამ საფუძველს ეყრდონობა ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის სწრაფი განხორციელებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიურ გარღვევას და ოთხი წლის თავზე ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა ქვეყანას",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერმინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მშენებლობის პირველი ფაზა სამ წელიწადში დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღბა აბრეშუმის გზის მნიშვნელობასა და ამ მხრივ მმართველი ძალის მუშაობაზეც გაამახვილა.

 


"აბრეშუმის გზის პოტენციალის სრული განხორციელებისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ და დღეს უკვე შესაძლებელია პირდაპირი მატარებლის მოძრაობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. 7 დღის განმავლობაში მოხდა ბოლო მატარებლის დაკავშირება და რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას თვისობრივად შეცვლის.
აუცილებლად უნდა ვახსენო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება და რომლის პირველი ფაზაც სამ წელიწადში დასრულდება. ამ პირველი ფაზის შედეგად საქართველოს კონტეინერების სატრანზიტო პოტენციალი ორჯერ გაიზრდება. 500 ათასი ერთეულით გაიზრდება სატრანზიტო პოტენციალი, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up