გიორგი კვირიკაშვილი – „მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით“

გიორგი კვირიკაშვილი – „მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით“

access_time2018-04-23 18:24:28

„ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას. მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით“ - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

 


„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! მივესალმები პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო კონფერენციის მონაწილეებს. ჩემთვის უდიდესი პატივია, მოგმართოთ თქვენ. მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობის თქმით.

 


მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში.

 

დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის.

 


21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.

 


დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით.

 


ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველამ ერთად ყველაზე საჭირბოროტო და მტკივნეული მიმართულებებით. ეს იყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უდიდესი შვება მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, ასევე - სოფლად მცხოვრებლებისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები, რომლებმაც ადამიანებს რეგიონებში სოფლად, უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე სარგებლობს იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მათ შესთავაზა და მათი ცხოვრების დონე თანდათან უმჯობესდება.


ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

 


ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვეენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

 


მინდა, მოკლედ შევეხო იმ პროგრამებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება კონკრეტულად გურიის რეგიონში ახორციელებს და ისინი კონკრეტულ შედეგებს იძლევა.

 


ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2020 წელს.

 


გარდა ამისა, დაიწყება გრიგოლეთი - ჩოლოქის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტის ოთხზოლიანი გზა. გრიგოლეთი-ფოთისა და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს, როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი-ქობულეთის მიმართულებით.

 


გურიას აქვს ისეთი სიმდიდრე, რომლითაც არათუ რეგიონი, არამედ ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის - ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ არსებული რესურსი და პოტენციალი. ეს ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.
გურიაში ფონდი „ქართუს" დაფინანსებით არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზის „ბლექ სი არენას" აშენებისთვის 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ეს დარბაზი სახელმწიფოს გადმოეცა, მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისთვის.

 


შეკვეთილში აშენდა თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო „მუსიკოსების სკვერი", სრულიად უნიკალური მინიატურების პარკი და შადრევანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. თანაინვესტირების ფონდმა კი, ააშენა შეკვეთილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი", რომლის საინვესტიციო მოცულობაც 80 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. ეს თანხა დაიხარჯა ახალ სამუშაო ადგილებში და ამ თანხის დიდი ნაწილი წავიდა ქართული ოჯახების შემოსავალში.

 


ასევეა დენდროლოგიური პარკი, რომელიც მართლაც შეუფასებელი საჩუქარი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით გურიისთვის. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რომელიც გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი, დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს ტურისტებს.

 


დარწმუნებული ვარ, ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, დააინტერესებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელიწადში გურიაში გაიხსნა 30-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი, მათ შორის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სხვ.


ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კონტექსტში ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას. მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით.

 


სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, გურიაში გაიხსნა 7 ახალი საწარმო და გაფართოვდა 7 მანამდე არსებული საწარმო.

 


პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება უახლოეს მომავალში, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლებს, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti და ა.შ. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

 


ამავე პროგრამის ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით, გურიაში 265 პროექტი განხორციელდა, რომლითაც 441-მა მეწარმემ ისარგებლა. ეს არის 441 ოჯახი, რომელშიც დამატებით შემოსავალი მივიდა და რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 


გარდა ამისა, კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი" ხელშეწყობით 142 ჰა ფართობზე გაშენდა 28 ახალი ბაღი. გაცემულია 191 შეღავათიანი აგროკრედიტი. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ნაწილში 9 პროექტი დასრულდა.

 


წარმატებით მიმდინარეობს ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ასევე 8 პროექტი განხორციელდა. ოზურგეთის სოფელ დვაბზუში გაიხსნა ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო.

 


სოფლის მეურნეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც აზიურმა ფაროსანამ დაგვაყენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, ასევე, საპარლამენტო წარმომადგენლობასთან ერთად, ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანი. უკვე დაწყებულია საველე სამუშაოების ორგანიზება, შეწამვლითი ღონისძიებები და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. აზიურ ფაროსანას ებრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და პრაქტიკამ აჩვენა, რომ შედეგის მიღება, მხოლოდ მოსახლეობის უშუალო აქტიური ჩართულობით და მათი მხრიდან შესაბამისი ექსპერტების სწორი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით არის შესაძლებელი.

 


რეგიონების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების როლი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ პროფესიული განათლების პროგრამას. აღსანიშნავია, რომ სულ მალე პროფესიული კოლეჯი გაიხსნება ჩოხატაურში.

 


გურიაში აშენდა 14 ახალი საბავშვო ბაღი ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26-ს. აგრეთვე, აშენდა 6 ახალი სკოლა და მშენებლობის პროცესშია კიდევ 5 სკოლა.

 

 

გაიხსნა 4 საზოგადოებრივი ცენტრი და შენდება კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
გურიაში მალე დასრულდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია. ამ პროექტის ღირებულება მილიონ 640 ათას ლარი გახლავთ. ეს იქნება სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, რომლის ფუნქციონირებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის სფეროსთვის.

 


თითოეული პროექტი, რომელიც ჩამოგითვალეთ, ადგილობრივი მცხოვრებლების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის ჩართულობით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის.

 


პარტია „ქართული ოცნება" სერიოზულ რეფორმებს გადის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში "ქართული ოცნების" გვერდით დადგნენ და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანეს. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულს, პარტიის ხელმძღვანელებს, ყველას, მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან, ჩავრთოთ ახალგაზრდობა აღმშენებლობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქვეყნო კონსოლიდაციისთვის.

 


მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც რწმუნებულს გურიის რეგიონში, ასევე მუნიციპალიტეტების მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, მათი ჩართულობა თქვენი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოტანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არაერთი შეხვედრა მქონია მათთან ამ პრობლემების მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, ჩვენ გვექნება ის კონსოლიდაცია, რომელიც მოგვიტანს იმ ლოგიკურ შედეგს, რომელიც ჩვენს ბრძოლას უნდა მოჰყვეს საბოლოოდ აუცილებლად. ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. "ქართული ოცნება" არჩევნებზე ღირსეული კანდიდატით წარდგება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ გამარჯვებათა ჯაჭვში, რომლებსაც დღემდე ერთად მივაღწიეთ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმამაღალი სიტყვა, რომ "ქართული ოცნება" აკეთებს საქვეყნო საქმეს და ეს საქვეყნო საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 



ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...


მსგავსი სიახლეები

up