გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

access_time2016-03-01 19:00:03

მთავრობა 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მშენებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ გამოსვლისას განაცხადა, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი  კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.


მისი თქმით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.


რაც შეეხება „აწარმოე საქართველოში“ ახალ  კომპონენტს, პრემიერმინისტრის განმარტებით, პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ, ისარგებლონ ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, შესაბამისად წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.

 

„დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. "უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებას," - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

 

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 


მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და წელს კომპანია "ვიზეარი" საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.   

 

ახალი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში" დეტალური სქემა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული კომპონენტის დახმარებით, იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ სასტუმროების განვითარება, შეეძლებათ, მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსება პირველი ორი წლის განმავლობაში, ასევე თანაუზრუნველყოფა სესხის 50%-ის ოდენობით. 


ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი მეწარმისთვის შესაძლებელს ხდის ისარგებლოს ბიზნესისთვის აუცილებელი შეღავათიანი საკრედიტო რესურსით და ბანკების მხრიდან უზრუნველყოფის ნაწილში ამცირებს პროექტის შეფასების რისკებს, რითაც მეწარმეს უფრო უადვილებს კომერციული ბანკის სესხის მიღების პროცესს.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2016 წლის ორი თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საქართველოში 16-პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 7%-ს, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული დასაქმების წილი  საერთო  სამუშაო ადგილების რიცხვის დაახლოებით 11 %-ს უტოლდება. 


ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ტურისტული მომსახურებების ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის ექსპორტის  საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი  27%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ტურიზმი ცალსახად წარმოადგენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს.

 

თავის პრეზენტაციაში ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2025 წლამდეა გაწერილი და კონკრეტული შედეგების მიღწევას ისახავს მიზანს. 

 

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. 

 

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ემსახურება საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს:

 

• სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე

• სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში

• საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება მეორე მიმართულებაა, რომელიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა, უკვე დამტკიცებულია კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა. 



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up