გიორგი კვირიკაშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება

person access_time2016-01-15 09:38:40

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება. ამის შესახე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ საკითხზე ატყდა „ათასგვარი პოლიტიკური სპეკულაციები, რაც არასწორია.“

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უკვე არსებულ არცერთ მარჯვენასაჭიან ავტომანქანას არც გაყიდვის და არც გადაფორმების პრობლემა არ ექნება და მათ მფლობელებს საშუალება ექნებათ რამდენჯერაც მოესურვებათ, იმდენჯერ გაყიდონ და გადააფორმონ თავიანთი ავტომობილი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კანონის შედეგად ადამიანის საკუთრებას არავინ ეხება. 


„საუბარი იყო ასევე ვადაში შეზღუდვაზე – ისიც დღეიდან არა და იყო გარკვეული ვადები მოცემული. დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას კიდევ ერთხელ გამოვხატავ და ვიტყვი, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ვფიქრობ ეს ემსახურება უპირველესად თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან აქ არის საშინელი მდგომარეობა, გადატვირთულია მოძრაობა და ეს თუ ასე გაგრძელდა, უარესი მდგომარეობა გვექნება. უსაფრთხოების ნაწილშიც მინდა მინისტრს სტატისტიკის წარმოდგენა ვთხოვო და თუ ის, რამდენად არამიზანშეწონლია ამ სიტუაციის ასე გაგრძელება,“ – განაცხადა პრემიერმა.


შეგახსენებთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მთავრობის ინიციატივის თანახმად, მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება, თუმცა გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ამ ვადამ გადაიწიოს.



 




კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით-ველოდები სამთავრობო უტიფარ “გაპრავებებს”
access_time2019-10-22 14:30:48
„სანამ ხალხს “მოსამართლეების საცირკო” სანახობით ართობენ. 105 ადგილი მშპ მიხედვით — ეს არის ჩვენი ქვეყნის და ადამიანების სამწუხარო რეალობა.ველოდები სამთავრობო,  უტიფარ “გაპრავებებს”, რომ 105-ე ადგილი სულაც არაა ცუდი და ჯობს 106 ადგილს და რომ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, სომხეთი, ესვატინი, ფიჯი და რომ კორუფციასთან ბრძოლაში წავიწიეთ 2 პუნქტით და რომ ბევრი მანქანა დადის და ეს უტყუარად ნიშნავს, რომ ადამიანები არც ისე ღარიბი არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანს და...


მსგავსი სიახლეები

up