გიორგი კვირიკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტრადიციისა და წესების შეცვლას იწყებს

გიორგი კვირიკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტრადიციისა და წესების შეცვლას იწყებს

person access_time2016-01-29 18:19:12

ინფრასტრუქტურის სფერო ეკონომიკის ერთერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად რჩება. 

 

მიუხედავად მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებისა, ამ სფეროში ბევრი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება. გიორგი კვირიკაშვილის გუნდისთვისაც, ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ინფარასტრუქტურული პროექტების ტემპებისა და ხარისხის გაუმჯობესებაა. ახალმა პრემიერმა უკვე დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების „ტრადიცია და წესები ცვლილებებს საჭიროებს“.


დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი და ჯანსაღი სახელმწიფო მიდგომები, რაც მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ხელშეკრულების არასწორად გაფორმებაში გამოიხატება. ამ პრობლემებს კონკრეტული ქეისების სახით „კომერსანტის“ მკითხბელი კარგად იცნობს.


სექტორში დასაქმებულები აცხადებენ, რომ დღეს სახელმწიფოს მხრიდან მოშლილია პროექტების ლოჯისტიკური მართვა. სახელმწიფოს არ გააჩნია მიდგომა და ის კერძო სექტორის პარტნიორი არ არის. შედეგად, როდესაც ფორმდება ხელშეკრულებები, სახელმწიფო ყოველთვის დომინანტი გამოდის, სწორედ მას გააჩნია „უწესო წესების" კარნახის უფლება და შესაძლებლობა. შედეგად კი, ვიღებთ თვეობით და წლობით გაჭიანურებულ ინფრასტრქტურულ პროექტებს, ჩაშლილ ტენდერებსა და გადათხრილ გზებს.


სწორედ ამ პრობლემაზე წლებია საუბრობენ ხელისუფლებაში. პრობლემის გამოსწორებისკენ ხელისუფლებას კერძო კომპანიები და იურისტებიც მოუწოდებენ.

 

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებმა ახალ პრემიერმინისტრს ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების თხოვნით ღიად მიმართეს. ამ შემთხვევაში საუბარია  კომპანიებისთვის საგარანტიო თანხების უსაფუძვლო მოთხოვნაზე, რის საშუალებასაც, იურისტების განმარტებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები იძლევა. 

 

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, ხელისუფლება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ მხრივ იმედისმომცემია ის, რომ პრობლემის არსებობას აღიარებს ახალი პრემიერმინისტრი და, როგორც ამბობს, უკვე მუშაობს მის მოგვარებაზე.


 

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გუშინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტრადიცია და წესები ცვლილებებს საჭიროებს.


„ამ მხრივ ხარვეზებზე არ არის საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები ალბათ საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროექტები. საუბარია იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც არის ავტობანი, რამდენიმე გზა: მცხეთა-ლარსის გზა, ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი გზა, გოდერძის გზა, რუსთავი-სადახლო, რუსთავის წითელი ხიდის გზები, ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რათა ბიზნესი ჩქარა განვითარდეს და მოხდეს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება. საუბარია ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ შესრულებაზე. მე გავდივარ კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე საინჟინრო სფეროს წარმომადგენლებთან და უახლოეს პერიოდში ამაზე მექნება უფრო კონკრეტული საუბარი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპები პრობლემად იქცა თბილისშიც.


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონტრაქტორი კომპანიების ნაწილის მხრიდან სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა, ნარმანიამ მაშინ თბილისელებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ გზების რეაბილიტაციის სამუშაოები შეფერხებით კონტრაქტორების მხრიდან არაჯეროვანი საქმიანობის გამო მიმდინარეობდა.


კომპანიებმა კი (კონკრეტულად „არენამშენმა")  პრობლემის მიზეზად დამკვეთის მხრიდან შექმნილი შეფერხებები დაასახელა. 


მიუხედავად განცხადებებისა, არც თბილისში და არც საქართველოს მასშტაბით გზების და ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრობლემა არ მოგვარებულა. რა აყოვნებს პროექტებს, რა ხდება მიზეზი და რა მეთოდით და როგორ შეიძლება ამის მოგვარება, ამის გარკვევა „კომერსანტმა" ერთერთ მშენებელ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორ პაატა ტრაპაიძესთან სცადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წესები ნამდვილად შესაცვლელია და ის ამ საკითხი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აბსოლუტურად ეთანხმება. ტრაპაიძის განცხადებით, სფეროში რადიკალური ცვლილებებია საჭირო. კერძოდ, პრობლემის თავი და თავი, საკანონმდებლო ბაზა და არასწორი მიდგომაა.


ტრაპაიძის განმარტებით, კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ ავითვისოთ გამოყოფილი თანხები და რაც მთავარია, პროდუქტო ხარისხიანი იყოს.


„ხარისხს უზრუნველყოფს მხოლოდ და მხოლოდ ღირებულება დროის ხანგრძლივ პერიოდში. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ გზის მშენებელ კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებაში ჩაუდოს ხელისუფლებამ რომ ის მის მიერ აშენებულ გზაზე პასუხისმგებელია ვთქვათ 10 წელი და არა 1-2-3 წელი, რაც დღესაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება კონკრეტული კომპანია დაინტერესებული იმაში, რომ მისი გაკეთებული გზა თუ ხიდი, კარგ მდგომარეობაში იყოს"-აცხადებს ტრაპაიძე.


მისივე განცხადებით, როდესაც დავით ნარმანია ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, მაშინ მან ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი, თუმცა, შემდეგ ამის იმპლემენტაცია არ მოხდა. ტრაპაიძე აცხადებს, რომ კვირიკაშვილი ეკონომისტია, ერკვევა საკითხი და დიდი ალბათობით ის გამოასწორებს სფეროში არსებულ ხარვეზებს.


შექმნილ ვითარებაში არაერთი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება მოაგვარებს. 


ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში სწორად უნდა იყოს გაწერილი თუნდაც ის, თუ რა არის ფორსმაჟორი, რა არის პირგასამტეხლო ან როდის და როგორ შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up