გიორგი კვირიკაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტრადიცია და წესები ცვლილებებს საჭიროებს

გიორგი კვირიკაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტრადიცია და წესები ცვლილებებს საჭიროებს

access_time2016-01-29 10:01:41

საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა, - მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა. 

 

როგორც პრემიერმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიებაზე იყო, როგორც სხვადასხვა სახის კითხვები, ასევე - შეთავაზებები. 

 

"საუბარი იყო გარკვეულ შეთავაზებებზე, რომ საგადასახადო სისტემაში სხვადასხვა საკითხი შეიცვალოს, მათ შორის - საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმებს ვგეგმავთ, გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ და საგადასახადო შემოწმებების რეგლამენტირება მოვახდინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოწმება დროში იყოს რეგლამენტირებული და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა იცოდეს, რა რეგლამენტით მოქმედებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზეც: 


„ამ მხრივ ხარვეზებზე არ არის საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები ალბათ საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროექტები. საუბარია იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც არის ავტობანი, რამდენი გზა: მცხეთა–ლარსის გზა, ქუთაისი–სვანეთის დამაკავშირებელი გზა, გოდერძის გზა, რუსთავი–სადახლო, რუსთავის წითელი ხიდის გზები, ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რათა ბიზნესი ჩქარა განვითარდეს და მოხდეს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება. საუბარია ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ შესრულებაზე. მე გავდივარ კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე საინჟინრო სფეროს წარმომადგენლებთან და უახლოეს პერიოდში ამაზე მექნება უფრო კონკრეტული საუბარი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერა.

 

„სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და მთავრობა დიდად აფასებს თქვენს საქმიანობას და წვლილს ქვეყნის განვითარებაში,“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.

 




Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up