გიორგი კვირიკაშვილი – „იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ეს მისი უდიდესი პოტენციალია“

გიორგი კვირიკაშვილი – „იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ეს მისი უდიდესი პოტენციალია“

access_time2018-04-24 19:10:47

„იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონს აძლევს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს. იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ეს მისი უდიდესი პოტენციალია" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.


„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც ქუთაისში ვიმყოფებით, ჩვენს გულებსა და გონებაში ეს ქალაქი ასოცირდება ერთიან, ძლიერ საქართველოსთან. მინდა დავიწყო მადლობის თქმით, ყველა თქვენგანის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს სულისკვეთება არის ყველა თქვენგანში და ეს სულისკვეთება იგრძნობა პარტიული ორგანიზაციის მუშაობაშიც. თითოეული თქვენგანის როლი და წვლილი იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, უმნიშვნელოვანესია. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ეს გზა ყოველთვის ვარდებით მოფენილი არ არის, არის წარმატებები, არის შეცდომებიც, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, ადამიანის, ხალხის სიყვარულით ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის საქმე ჰქვია და რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკურ ძლიერებას უკავშირდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და იმედს გამოვთქვამ, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიის არსებობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდით პარტიას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში.


რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას. პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც "ქართულ ოცნებას" პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა პარტიული ორგანიზაციის მუშაობაში. ახალგაზრდები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უჭირთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება, არასტანდარტული აზროვნება და სწორედ ეს გვჭირდება დღეს, რათა ჩვენი ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს წინ.


კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და მოგიწოდოთ, გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური, სამწუხაროდ ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო.


მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმერეთის ფეხზე დასაყენებლად და გამოსაცოცხლებლად.


იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონს აძლევს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს. იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ეს მისი უდიდესი პოტენციალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური შემაერთებელი მაგისტრალები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა გაცილებით მარტივი გახდება. ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაფართოებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.


იმერეთში ძალიან მზარდი ტენდენციაა ტურისტების შემოდინების კუთხით. მხოლოდ გასულ წელს იმერეთში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა, რაც წელიწადში 25%-იან ზრდას ნიშნავს.


ქუთაისის საერთაშორისო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. 2019 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტთან, ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელსაც აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორის სისტემა. ამ არეალში აშენდება ტურისტული ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, ტურისტების საინფორმაციო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.


ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მონაკვეთების მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის ზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეამცირებს მგზავრობის დროს.
უშუალოდ იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში 322 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურის ობიექტებს, ასევე საზოგადოებრივი ცენტრებს.


ამასთან, გაზიფიცირდა 113 სოფელი და დამატებით 50 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება.



მაღალმთიანი დასახლების სტატუსი იმერეთში მინიჭებული აქვს 52 სოფელს, რომლის მოსახლეობაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს, რაც პარლამენტის მიერ მთის კანონის მიღების შედეგია. ამ კანონის შედეგად შესაძლებელი გახდა, პედაგოგებმა, ექიმებმა, პენსიონრებმა, საქმიანმა ადამიანებმა ისარგებლონ შეღავათებით იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც სპეციალურ ნუსხაში შედის.


რაც შეეხება იმერეთში მეწარმეობის, სოფლის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები - „აწარმოე საქართველოში", ,,დანერგე მომავალი", „შეღავათიანი აგროკრედიტი", „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა" და სულ ახლახან დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი - „ახალგაზრდა მეწარმე", რომელიც ჩვენს ახალგაზრდა თაობას აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, დაიწყონ საკუთარი საქმე და თავად გახდნენ დამსაქმებლები.

 

უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ იმერეთის რეგიონში ვქმნით სპეციალურ აგროზონას, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტი გულისხმობს იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების მაქსიმალურ ხელშეწყობას და სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობის წახალისებას. ამ პროექტის მიზანია, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქცია გავიტანოთ ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირის და სხვა ბაზრები.


იმერეთის აგროზონის პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისში მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი აშენდება. ლოგისტიკური ცენტრი ასევე მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ იმერეთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.


არ შემიძლია არ შევეხო ჩვენთვის ყველასთვის ძალიან აქტუალურ საკითხს. დღეს ჩვენ ერთად გვიწევს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს, ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, თუმცა აუცილებელია ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და, შესაბამისად - მიყენებული ზიანი.


აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს" დაფინანსებით და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ეს მართლაც გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება ფართო რეგიონული დანიშნულების ცენტრი, სადაც მეცნიერები, სწავლულები, სტუდენტები, ერთად იღვაწებენ ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის.
მჯერა, რომ ქუთაისის სწრაფი და კომპლექსური განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდესი ცენტრი გახდეს ქვეყანაში.


ქუთაისს და მთლიანად იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.


მე არაერთხელ მითქვამს, რომ ქუთაისში საგრძნობლად მოიმატებს დინამიკა, შესაბამისად - უძრავ ქონებაზე ფასები და ეკონომიკური განვითარება ყველასთვის ხელშესახები გახდება. ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი განსაკუთრებული სამეცნიერო პოტენციალით. ჩვენი ქვეყნის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, რომელმაც ქვეყანას სახელი გაუთქვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფუძეს იდებს სწორედ ქუთაისში. ესენი არიან მეცნიერები, კულტურისა და სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები. ქუთაისი ყოველთვის ასოცირდებოდა და ასოცირდება განსაკუთრებულ განათლებასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან და დღეს უკვე ქუთაისს აქვს საშუალება, გარდა ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი მიღწევებისა, გახდეს ასევე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი. სწორედ ამას ისახავს მიზნად "ქართული ოცნების" პროგრამა და სწორედ ამის მისაღწევად არის მნიშვნელოვანი თქვენი, ქუთაისელების, იმერლების განსაკუთრებული ჩართულობა, რათა ყველა ეს მიზანი იყოს მიღწეული. ამ გზაზე არის მიღწევები, არის ჩავარდნებიც, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად, თანმიმდევრულად მიიწევს წინ და სულ უფრო ახალ წარმატებებს აღწევს.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები - ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა და საბოლოოდ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც, უვიზო მიმოსვლის გარდა არის მნიშვნელოვანი ნდობა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი. სულ ახლახან მიღებული კონსტიტუცია, დემოკრატიის სულ სხვა ხარისხს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში.


ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ადამიანი იყოს უფრო მეტად დაცული, რომ ყველა ადამიანის პოტენციალმა შეძლოს, იპოვოს გზა და ყველა ადამიანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება.


დამეთანხმებით, 2012 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ამ მიმართულებით ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ეს გარდატეხა უპირველესად აისახა ადამიანის უფლებების სულ სხვა ხარისხით დაცულობაში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარების სულ სხვა წინაპირობების შექმნაში, რაც პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების დაცულობას და ადამიანის თავისუფლების სხვა ხარისხს.


ამ ყველაფრის და ჩვენი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად აუცილებელია რეგიონების გაძლიერება და რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ახალი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ვექტორი ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებაა. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს რეგიონებში, ეს გულისხმობს ორჯერ მეტ ფინანსურ რესურსს მშპ-თან მიმართებაში. დღეს, შეიძლება, წარმოდგენილიც არ გვქონდეს, რამხელა გარღვევაა ეს პოლიტიკაში, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით და რამხელა შესაძლებლობებს ქმნის ეს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის თვალსაზრისით.


რომ არა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ეს მიღწევები შეუძლებელი გახდებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გივი ჭიჭინაძეს და წარმატება ვუსურვო მას იმ ბრძოლაში, რომელსაც დღეს აწარმოებს და დარწმუნებული ვარ, იგი პარლამენტის დეპუტატი გახდება. უმნიშვნელოვანესია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მაჟორიტარი დეპუტატების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ჩართულობა. ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა იყოს პარტიული ორგანიზაციების გაძლიერების ფონზე. ძლიერი პარტია მნიშვნელოვანია ხელისუფლების გამჭვირვალობისთვის, მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებისთვის და ახალგაზრდობის მოტივირებისთვის, რომ ისინი მაქსიმალურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის ფერხულში.


კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის ღვაწლის წინაშე. ახალი წარმატებების მისაღწევად ჩვენ გვმართებს მეტი კონსოლიდაცია. შემოდგომაზე გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები. "ქართული ოცნება" წარდგება ღირსეული კანდიდატით და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ მრავალ გამარჯვებას შორის. ჩვენ უკვე რამდენიმე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთ ქვეყანაში და უკლებლივ ყველა "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, გვიგულეთ თქვენს გვერდით!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-16 21:30:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით,...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...


მსგავსი სიახლეები

up