გიორგი კვირიკაშვილი: განათლების სისტემის რეფორმაში ახალგაზრდებს მაქსიმალურად ჩავრთავთ

გიორგი კვირიკაშვილი: განათლების სისტემის რეფორმაში ახალგაზრდებს მაქსიმალურად ჩავრთავთ

person access_time2016-03-17 09:41:42

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება განათლების რეფორმის პროცესში ახალგაზრდებს აუცილებლად ჩართავს და მათს აზრს გაითვალისწინებს. 


ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების 4-პუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაა, რაც ამ სისტემაში ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

 


„მინდა შევეხო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და მათი პროტესტიც. ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი. ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების სიტემის ძირეულ ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს. ასევე მინდა შევეხო თვითმმართველობის საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი. ზოგადად, წარსულში პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყენებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ნებისმიერი ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ჩაერთოს მოლაპარაკების, რეფორმირების პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული და სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს. მოხარული ვარ, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ პროცესს დაუბრუნდება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up