გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის

access_time2016-02-23 10:30:46

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიებს ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტსა და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

 

"თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე. 

 

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზეც ესაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ. 

 


მისივე განმარტებით, რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო  4 პუნქტიანი გეგმის არსი, რომელიც, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის შეფასებით, ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. 

 

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს. 

სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.

 

,,ეს იქნება დინამიური კვლევა უახლოესი 5 წლისთვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით." - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

ინტერპრესნიუსი




ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up