გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში

access_time2016-03-05 20:23:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს, ესაუბრებოდნენ ხალხს და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განაცხადა.


„ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში, იმიტომ რომ ქალაქიდან შეიძლება ძალიან ბევრი რამ სხვანაირად ჩანდეს. ადამიანებს როცა ხვდები, ესაუბრები, მათი პრობლემების შესახებ ისმენ, სხვანაირი შეგრძნება ჩნდება თვითონ მთავრობის წარმომადგენლებში. ისინი უფრო მეტად ითავისებენ იმას, თუ რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელობა შეაფასა.


„ დღეს ჩვენ მოვინახულეთ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მიკროსაწარმო, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით დაფუძნებული ერთ-ერთი საწარმო. ვიმყოფებით ჩუქურთმების საწარმოში, რომელიც ასევე მიკროკრედიტით შეიქმნა. დაწყებულია საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა, რაც ძალიან კარგია მომლოცველებისთვის, ტურისტებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ბორჯომში ახალი, "ინტერკონტინენტალის" ჯგუფის სასტუმრო იხსნება, რომლის მშენებლობაში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„სასტუმროში 150 ადამიანი მუშაობს უკვე, მშენებლობის დროს 250 იყო დასაქმებული და მათი 95% არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ადამიანების გადამზადება და საერთოდ, მგონია, რომ ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი. ბორჯომი არის უნიკალური კურორტი, რომლის განვითარების პერსპექტივა არის უზარმაზარი და ჩვენ აუცილებლად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მას. ბორჯომი და ბაკურიანი კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს სასტუმროები, რომლებიც ბორჯომში იხსნება, ფაქტობრივად მიებმება როგორც ბორჯომის კომპლექსებს, ასევე ბაკურიანის კომპლექსებს,“ - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტთან.



ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up