გიორგი კვირიკაშვილი – „ანაკლიის ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობა, იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ“

გიორგი კვირიკაშვილი – „ანაკლიის ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობა, იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ“

access_time2016-10-03 16:30:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

 

 


ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

 

 


საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ანაკლიის ნავსადგური და მის უპირატესობებზე ისაუბრა.

 

 

 

 

 


"სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები, შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის - სივრცითი მოწყობის პროექტისა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 


მისი თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. "ეს საქართველოს მომავლის პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში" - აღნიშნა პრემიერმა.

 

 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა.

 


 

 


მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, პროექტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ერთ-ერთი სამაგალითო გახდება.

 

 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; 9 ფაზას მოიცავს და, საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა, შესაძლოა, წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

 

 


პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

 


პრემიერის შეფასებით, საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი, თავისი მოცულობით, ამ ტიპის ხელშეკრულებების შედგენის თვალსაზრისით, ახალ სტანდარტს ქმნის.

 

 


"ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, პორტის მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაწერილია ყველა პუნქტი პროექტის უმაღლეს დონეზე განსახორციელებლად - გენერალური გეგმიდან დაწყებული, დამთავრებული დაზღვევითა თუ მარეგულირებელი სამართლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

 

 

 


"დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე - ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 


გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება პროექტი, რომელიც ქვეყანას არსებითად სხვა შესაძლებლობებს გაუჩენს.

 

 


"ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას. მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში, ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს.

 

 

 



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up