გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, მთლიანობაში, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა

გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, მთლიანობაში, საკმაოდ წარმატებულად დაიხურა

access_time2018-01-31 11:42:40

2017 წელი მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრისას განაცხადა.



პრემიერმა, რადგან წელს ბიზნესის წარმომადგენლებს პირველად ხვდება, მათ წარმატებული 2018 წელი უსურვა.



2017 წელი მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამეტრებით საკმაოდ წარმატებულად დაიხურა, დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლებით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდა საერთაშორისო ვაჭრობის და ექსპორტის მაჩვენებლები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. ერთი რამ მინდა გამცნოთ, რომ თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ ხუთეულში შევედით - ეს სულ 2 დღის ახალი ამბავია. ფინანსთა მინისტრი სწორედ ამიტომ იმყოფება აშშ-ში და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსალოცია, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის რანგირება ხდება და საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, - განაცხდა კვირიკაშვილმა.



მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც წარუდგინა და ლექვინაძეს წარმატებები უსურვა. მას აქვს საკმაო გამოცდილება ბიზნესსუბიექტებთან ურთიერთობაში და მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები და გულწრფელები მასთან კომუნიკაციაში, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up