გიორგი კოდუა: „ბევრი ავიაკომპანია, ალბათ, ვერ დაუბრუნდება ოპერირებას, რადგან შეიძლება გაზაფხულამდე ვერ გასტანოს“

გიორგი კოდუა: „ბევრი ავიაკომპანია, ალბათ, ვერ დაუბრუნდება ოპერირებას, რადგან შეიძლება გაზაფხულამდე ვერ გასტანოს“

access_time2020-12-28 14:30:21

საავიაციო სექტორი 2021 წელს ახალ რეალობაში აღმოჩნდება. ინდუსტრია აღდგენისთვის ემზადება და ამ პროცესში მთავრობის დახმარების იმედი აქვს.


„ძალიან მძიმე სიტუაციაა ავიაციაში, მძიმე დანაკარგები გვაქვს. . ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი დაიხურება, ბევრი შეერწყმება ერთმანეთს. 2021 წელს ახალი რეალობა გვექნება, ახალი სახეებითა და ახალი სახელებით“,- აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა.


საავიაციო ინდუსტრია მთავრობისგან, პირველ რიგში, ზუსტი თარიღებისა და მიმართულებების დადგენას ითხოვს, სად და როდიდან შეეძლებათ ფრენა.



„რა თქმა უნდა, აპრილში საზღვრებს ყველა ქვეყანა არ გაგვიხსნის. ზამთარში არის დრო, რომ ამ ქვეყნებთან მუშაობა დავიწყოთ. მთავრობამ უნდა გვაცნობოს ავიაკომპანიებს, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენც ვიყოთ მზად. ისინი შეიძლება მუშაობდნენ ევროპასთან და არ მუშაობდნენ აზიასთან, ან პირიქით, ჩვენ კი ამ დროს არასწორი გეგმები დავსახეთ. უნდა იყოს კოორდინირებული მუშაობა“,- თქვა კოდუამ.

მისივე განმარტებით, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ქართული კომპანიები ლოკალურ ტერმინალებში მოსაკებლის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.


ყოველი რეისის დაწყება ბევრ რამეს საჭიროებს. ზოგი 3 თვიდან 1 წლამდე დებს რესურსს, რომ სტარტაპის პერიოდში რეისები დაიწყოს. ის რეისები, რომელზეც ქართული ავიაკომპანიები დაფრინავდნენ აღარ არის და ამ პროცესის გავლა მათ ხელახლა სჭირდებათ. ამ რეისების ასაგორებლად მილიონობით დოლარია საჭირო. ამ პერიოდში მთავრობის დახმარება იქნება ის, რომ ლოკალურ ტერმინალებში ქართული ავიაკომპანიები რაღაც პერიოდის განმავლობაში მოსაკრებლებისგან გათავისუფლდნენ. მინიმუმ სამი თვე მაინც. აეროპორტის მოსაკრებლები, შეიძლება, მთელი რეისის ხარჯის ღირებულების 10% იყოს. მაგრამ ეს იქნება წვლილი სახელმწიფოსგან. რა თქმა უნდა, ისიც გვესმის, რომ ქვეყანას არ აქვს თავისუფალი ხარჯები და ამის გამო ფულის ინვესტირებას არ მოვითხოვთ. თუმცა, ის ინფრასტრუქტურა რაზეც აქვთ წვდომა, ამ თვალსაზრისით მაინც დაგვეხმარონ“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ გიორგი კოდუმა.


business-partner.ge






ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
access_time2021-04-23 12:55:56
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას  შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.     აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.     “ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ...

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა
access_time2021-04-23 13:00:00
„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს...

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...


მსგავსი სიახლეები

up