გიორგი კობერიძე: რუსეთი XX საუკუნის ომს აწარმოებს - ტანკებით, ჯავშანტექნიკით და ძველი რუკებით

გიორგი კობერიძე: რუსეთი XX საუკუნის ომს აწარმოებს - ტანკებით, ჯავშანტექნიკით და ძველი რუკებით

access_time2022-03-08 10:40:48

ძალა, რომელსაც რუსეთის დაპყრობა ექნება გადაწყვეტილი ჰეკულესის დავალების შესრულება მოუწევს – მომარაგების უზრუნველყოფა. რუსეთი დიდია, ძალიან დიდი. ამასთან სტეპია, მოსწორებული მინდორ-ველებით სავსე. დიდი რაოდენობით ჭაობიცაა. გზები ცოტაა, ბევრი მათგანი კი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში, მით უფრო გვიან ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. წვიმა და ტალახი ბუბევრივი წინააღმდეგობაა. ამას ადვილ სამიზნედ გადაქცევაც ემატება – ასეთ რელიეფზე ვერსად დაიმალები და მით უფრო ვერსად დაიმალება შენი მომარაგება – სატვირთო მანქანა იქნება ეს თუ ცხენი. კარგი, გასაგებია და ნათელია, რომ რუსეთის დასაპრყობად გარე ძალას კოლოსალურად გრძელი, გაწელილი კოლონების მეშვეობით მოუწევთ საწვავის, საკვებისა და წამლების მიწოდება შემტევი ძალისათვის ამიტომაც მას ადვილად ვერ დაიპყრობ, მით უფრო თუკი შეტევისათვის წვიმიანი ან თოვლიანი სეზონი აირჩიე, მაგრამ რა ხდება მაშინ თუკი რუსეთს სურს სხვა ქვეყნის დაპყრობა?


რუსეთის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო უკრაინაა. არც უკრაინაა რელიეფით დიდად განსხვავებული რუსეთის ევროპული ნაწილისაგან. ზაკარპატიეს ოლქის გარდა მთიანი მასივი უკრაინაში მცირეა. ჩრდილეოთი ჭაობიანი, სწორი და ტყიანია, სამხრეთი უტყეო და მოსწორებული. შემტევ ძალას, რომელსაც გაშლა სურს უტყეო და სწორი რელიეფი შეიძლება ხელსაც კი აძლევდეს, მაგრამ როგორც კი უბრანულ დასახლებაში მოხვდება ყულფში გაყოფს თავს. სანამ ქალაქში შევა მისი კოლონები არტილერიის მსხვეპრლად იქცევა, ხოლო ქალაქში ყველა სახლიდან წინააღმდეგობა შეხვდება. უკან დახევის შემთხვევაში მოსწორებულ ნიადაგზე ადვილ სამიზნედ იქცევა. ჭაობში ბრძოლა კიდევ უფრო რთულია. თუკი შემტევი ძალა ასეთ რელიეფში იბრძვი მაშინ იძულებული ხარ გზას გაუყვე – სხვანაირად ჩაეფლობი. დიახ, ტანკებიანად ჩაეფლობი. გზებზე შენი კოლონები ძალიან გრძელ ძაფს გავს, რომლის ბოლოს შენ ვერ ხედავ, ბოლოში მდგომი კი შენ. აი შუაში თუ ვინმემ გრძელი ძაფი გადაგიჭრა პრობლემები მერე დაიწყება როგორც ავანგარდისათვის (მოწინავე ნაწილებს) ისე ცენტრისათვის. პრაქტიკულად საცობში და ალყაში ერთდროულად ხარ მოხვედრილი. არც თავში მდგომს აქვს ადვილი საქმე. თუ ისტორია დიდად არ გიყვათ მაშინ ჰოლივუდის ფილმი „300 სპარტანელი“ მაინც გექნებათ ნანახი – თერმოპილეს გადასასვლელთან ბრძოლას რომ ასახავს ბერძნებსა და სპარსელებს შორის. კონცეფცია იქაც იგივეა – მოდის მოწინააღმდეგე ვიწრო წერტილში და შენ ანადგურებ მას. მოწინააღმდეგე თუ ვერ გაიშალა მისი რიცხოვნული უპირატესობა არაფრის მომცემია. მოდი ასე შევხედოთ: გაშლილი ზღვა ძალიან საშიშია, მაგრამ ზღვას თუ ერთ დიდ, მაგრამ ვიწროყელიან სატუმბ მილში მოაქცევ მისგან პირველადი მომაკვდინებელი საშიშროება სადღაც გაქრება.


კარგი, მოდი დავუბრუნდეთ ლოჯისტიკას. თუკი რუსეთის დაპრყობა არახელსაყრელი გზებისა და გაწელილი მომარაგების გამო ასეოდენ რთულია წარმოიდგინეთ რამდენად რთულია რუსეთმა განახორციელოს იგივე სხვა ქვეყანაში თავისივე გზების გადამკიდე. რაც უფრო დიდია არმია მით უფრო მეტი საკვები, საწვავი, ინფორმაციული მხარდაჭერა და ექიმი სჭირდება მას. მარტივად რომ ვთქვათ მომსახურე პერსონალის გარეშე შენი მრავალრიცხოვანი ჯარი უცხო ქვეყანაში უბრალოდ დაიმშევა, დაიბნევა და საწვავგათავებული უადგილო ადგილას აღმოჩნდება გაჩერებული. აი იქ კი აუცილებლად იქნება ვინმე, ვისაც მათთვსი წინააღმდეგობის გაწევა მოუნდება.



რუსეთი აქცენტს ყოველთვის აკეთებდა მის შემტევ სამედრო პოტენციალსა და თავის სტრატეგიულ სიღრმეზე. მატივად რომ ვთქვათ – შეტევის წამოწყების სურვილის შემთხვევაში რუსეთს ჰყავს დიდი რაოდენობით სამხედრო კაარგი განახლებული ტექნოლოგიით, ხოლო თავდაცვის შემთხვევაში რუსეთს აქვს უნარი თავისი ყველა სამრეწველო ქარხანა მოაშოროს ცენტრს და გადაიტანოს ძალიან ღრმად ისე, რომ მტერი ვერ მიწვდეს მას. მაგრამ შეტევისას რომ ჯარს ისევე სჭირდება მომარაგება, როგორც თავდაცვისას? და შეტევისას ჯარისკაცის პოტეციალი და მორალი თანდათან რომ სუსტდება თუკი მას საკვებით, წამლითა და ნორმალური მხარდაჭერით არ უზრუნველყოფ? აი ეს ის პრობლემებია რომელიც რუსეთმა ადვილად ვერ გადაჭრა უკრაინაში. კრემლში ფიქრობდნენ რომ რამდენიმე საათში ომი მორჩებოდა, კიევი დაეცემოდა და ხალხი ყვავილებითა და უკრაინული ნამცხვრებით დახვდებოდა მათ არმიას, მაგრამ ის, რაც რუსული უპირატესობაა ქვეყნის შიგნით დიდი კრიზისის გამომწვევია ქვეყნის გარეთ. 5000 სამხედროსაგან შემდგარ ბრიგადას, რომელსაც 1000 დამხმარე პერსონალი ჰყავს და შედის ღია სტეპურ დაჭაობებულ სივრცეში აშენებულ ურბანულ ცენტრში მას ხანგრძლივ ბრძოლაში მოგების ადვილი შანსები შეიძლება სულაც არ ჰქონდეს, მით უფრო მაშინ, თუკი მომარაგების კოლონები ათობით კილომეტრზე ყოველდლღიურად იქნება გადაჭიმული და თანაც იმ საგზაო პირობების გათვალისწინებით, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინაშია. რუსული მომარაგების კოლონებს ნაწილიც რომ გაუნადგურონ სამხედროების მომარაგება შეიძლება განახევრდეს კიდეც. ეს კი არამხოლოდ მორალზე, არამედ ეფექტურ გადაადგილებაზეც კატასტროფულად აისახება. წარმოიდგინეთ ასე – როგორ აისახება შენ ჯანმრთელობაზე თუკი უეცრად იმის ნახევარ ჰაერს სუნთქავ, ვიდრე აქამდე სუნთქვადი?! რიტორიკული კითხვაა. კარგი და რატომ ვერ იცავენ ამ კოლონებს რუსი სამხედროები? რუსეთი მეოცე საუკუნის ომს აწარმოებს – ტანკებით, ჯავშანტექნიკითა და ძველი რუკებით, უკრაინელები კი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რომელთა სამიზნეც შეჯავშნილი სამხედრო მანქანები ძალიან ადვილად ხდებიან. მათი სადაზვერვო მონაცემებიც მრავალჯერ უკეთესია ვიდრე რუსული, ხოლო საინფორმაციო კამპანიან რუსული მორალი კიდევ უფრო ადვილად დასცა ბეჭზე. მაგრამ ეს არაა ყვლაფერი – ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა გჭირდება, რომ მომარაგების კოლონები დაიცვა, მერე ამ სამხედროებსაც სჭირდებათ თვაინთი მომარაგება. მეორეც, თუკი ჯარი კოლონების დაცვაზეა მიმართული სწრაფი შეტევის პოტენციალი სრულიად გაქრება. აი ზუსტად ამ გამოწვევის წინაშე დგას დღეს რუსეთი. მაგრამ არც ესაა ყვეალფერი – უკრაინელებმა თავდაცვის ჭკვიანური ტაქტიკა აირჩიეს – შეარაღებული რეზერვი და მოხალისეები კვადრატების დაცვაზე გაანაწილეს. შესაბამისად ქალაქს არამხოლოდ სამხედრო ნაწილები იცავენ, არამედ თითოეულ რაიონს კიდევ დამატებითი რეზერვი და მოხალისეთა რაზმები აკონტროლებენ, ეს კი რეგულარულ ჯარს მშვიდი მოქმედების საშუალებას აძლევს, სახელდობრ, მათ შეუძლიათ შეტევის წარმოება ისე რომ ზურგი დაცული ჰქონდეთ. რადგან ისინი ქალაქებიდან ძალიან შორს არ მიდიან ამიტომაც მათი მომარაგება საკმაოდ ადვილდება. თუკი რუსული არმია ამ მხრივ გამოიფიტა უკრაინელებს კონტრ-შეტევის შანსიც კი მიეცემათ.


ნაპოლეომა რომ რუსეთის დაპყრობა უშედეგოდ სცადა ამ დროს ბრიტანელები აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ. იცოდნენ ადრე თუ გვიან მათაც მოუწევდათ რუსეთთან ომი. და ეს დღეც დადგა 1854 წელს. რა ტაქტიკა აირჩიეს ბრიტანელებმა? მათ ებრძოლეს რუსეთს პერიფერიებში ანუ იქ, სადაც რუსულ მომარაგებას ყველაზე დიდი და გრძელი გზის გავლა უწევდა დანიშნულების ადვილზე მისასვლელად. ვინ მოიგო ომი? დიდმა ბრიტანეთმა.


რთული სათქმელია შეძლებს თუ არა უკრაინა ხანგრძლივად გაუძლოს შემტევ რუსულ ჯარსა და იმ ადამიანურ რესურსს რომლის გასაწირადაც რუსეთი მზადაა, მაგრამ ფაქტი მაინც უცვლელია: ბრძოლას იგებენ სამხედროები ომს კი ლოჯისტიკა.


blog.radiogipa.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up