გიორგი კეპულაძე: „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციები მომხმარებელს ფინანსურ ტვირთს გაუზრდის

გიორგი კეპულაძე: „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციები მომხმარებელს ფინანსურ ტვირთს გაუზრდის

access_time2018-04-27 13:30:00

 

ახალი საბანკო რეგულაციები შეაფასა „საზოგადოება და  ბანკების” ხელმძღვანელმა  გიორგი კეპულაძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“.

 

გიორგი კეპულაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციები მომხმარებლებს არაფორმალურ სექტორში გადანაცვლების და ფინანსური ტვირთის ზრდისკენ უბიძგებს.

 

„ადამიანი, რომელსაც შეეძლო წასულიყო და ბანკში აეღო სესხი, მოუწევს თანხა აიღოს სხვა საფინანსო ინსტიტუტში. ახალი რეგულაცია მოსახლეობას უზღუდავს წვდომას ფინანსებზე და ზრდის ხარჯებს იმიტომ, რომ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან შედარებით ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე კომერციულ ბანკებს აქვთ. პროცენტი გაცილებით მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საუბარი აღარაა კერძო მევახშეებზე, რომლებიც კაბალური პირობებით გასცემენ სესხებს,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


 

„საზოგადოება და  ბანკების” ხელმძღვანელი აცხადებს იმასაც, რომ ჭარბვალიანობაზე საუბრისას აუცილებელია განისაზღვროს გაცემული სესხები რა თანაფარდობაშია მშპ-თან, რა არის სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი და ა.შ.

 

„მთავრობა და ეროვნული ბანკი უკეთესი იქნება ჩამოყალიბდნენ ჭარბვალიანობის დეფინიციაზე. რომელი სექტორი ქმნის ჭარბვალიანობის პრობლემას? თუ ჭარბვალიანობის პრობლემა მოდის კომერციული ბანკებიდან რა თქმა უნდა შესაძლებებილია ეს გარკვეულწილად შემცირდეს. მოსახლეობის მხრიდან სესხზე მოთხოვნა არ შემცირდება, მაგრამ მიწოდება მოხდება არა კომერციული ბანკების მხრიდან, არამედ არაფორმალური სექტორის მიერ. ბანკს შესაძლოა უნდოდეს სესხის გაცემა, მაგრამ მას ახალი რეგულაცია შეზღუდავს“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

მისი განმარტებით, აუცილებელია ფართო ტიპის შეზღუდვებს თან ახლდეს რეგულირების გავლენის შეფასება და მოსალოდნელი შედეგები, რათა არ გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან.

 

კომერსანტი

 



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up