გიორგი კეკელიძე: ყველას ვთხოვ, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეებსაც - ეძებეთ ღარიბი, მშიერი ბავშვები. მათ იოლად იპოვით, უბრალოდ თვალი გაახილეთ

გიორგი კეკელიძე: ყველას ვთხოვ, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეებსაც - ეძებეთ ღარიბი, მშიერი ბავშვები. მათ იოლად იპოვით, უბრალოდ თვალი გაახილეთ

access_time2020-09-24 19:00:01

გიორგი კეკელიძე საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ხშირად დადის. აი, რას წერს სოციალურ ქსელში: „წუხელ დარდად ჩამყვა და ახლა მოგიყვებით, რასაც ამ გზა-გზა, სოფელ-სოფელ ხეტიალისას ვნახულობ და ვისმენ. ცოტა შორიდან მოგიყვებით: ისე გავიზარდე – მშობლები, რომლებიც მოულოდნელად გაღარიბდნენ, ისევე, როგორც სხვები იმ უმძიმეს წლებში, წელზე ფეხს იდგამდნენ.


თვითონ იკლებდნენ და მე არ მშიოდა. არც მციოდა. მამაჩემი თხილის ხისგან მშვილდისარს რომ მიკეთებდა, ამითისრის სროლას კი არა, სიხარულს მასწავლიდა. ირგვლივ გამქრალ და მივიწყებულ სიხარულს. სიგარეტს აღარ ეწეოდა და იმ დაზოგილი ფულით, ცხრა ქუჩის გადაღმა მივდიოდით, საღეჭი რეზინი რომ გვეყიდა.


ის გზა, სახლიდან ტონიას ბუტკამდე, ბედნიერების პირველად შემჩნევის და განცდის გზა იყო. მაგრამ ცხადია, ბევრი რამ მაკლდა. ძალიან ბევრი. მეტს საბანი ვერ წვდებოდა. და ზუსტად, ძალიან ზუსტად ვიცი, რომ ის ოცნებები, რაც მაშინ მქონდა, ის სურვილები, რაც მაშინ დამებადა, ახლა მთებიც რომ გადავდგა, ვეღარ ახდება.

 

აბა, რად მინდა დღეს ჯინსის შარვალი ჯიბეზე მიქარგული ფეხბურთელით? არ ჩამეტევა. ან ტეტრისის ყუთი? ათასიც რომ ვიყიდო, უსიხარულო იქნება ეს ამბავი.


ბავშვობას ვერსად აინაზღაურებ. ცრუ იმედია. სულ ტყუილია იმის დასაყრდენებაც, რომ სირთულეში გაზრდილები უფროდიდ სიმაღლეებს წვდებიან. კი, წვდებიან, მაგრამ ეს ბავშვობას ვერ შველის. ბავშვობა დგას ზურგს უკან და ჩამქრალი თვალებით გიყურებს. შენ სხვა ხარ და ის სხვა.


სულ მძულდა სიტყვა “უნდა”. ყოველთვის გავურბოდი. ახლაც. სხვისი ნაკარნახევის აუცილებლობად ქცევის განზრახვა მგონია. მაგრამ არის დრო, როცა “უნდა” გარდაუვალია:

 


 ..ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.

..ბავშვებს არ უნდა სციოდეთ.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა.

..ბავშვებს უნდა შეეძლოთ სიხარული.

 

რომელიმე პარტიის აღარც მთლად ნორჩი აქტივისტი გეგონეთ? არა! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვინც კვირაში ბარემ ათამდე სოფელს სტუმრობს. და იქ მესმის: ნიკას ინტერნეტი არ აქვს, არც კომპიუტერი, მასწავლებელი ურეკავდა მეზობლის ტელეფონზე და ასე კარნახობდა გაკვეთილებს.


ლელას რვეულები არ ჰქონდა და მეგობრის რვეულს იყენებდა, რომელიც მხოლოდ ცალ გვერდზე წერდა და მერე ლელას აჩუქა. მერე მეორეზე ლელა წერდა. ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის. ძალიან რცხვენია და სიცხე მაქვსო, მამიდას აბარებს.


ობოლია, მამიდა ზრდის. ნინის შოკოლადი უყვარს. იმ დღეს ოცნებების დახატვა ვთხოვეთ და დიდი მთა დახატა შოკოლადის ფილებით და მიაწერა: “ფული რომ მექნება, შიკოლათს ვიყიდი”. ლაშას, ეკა, ნოდარს, ლუკას, ლიკას, გვანცას…


ჩემი ცხოვრების გზის უმთავრესი განცდა ეს ბავშვები არიან. არც ეკრან-ეკრან ხეტიალს ვაპირებ და არც ბრტყელი სიტყვებით პირის გასველებას. ხედავთ, ალბათ, ძალიან ვერიდები საჯაროდ ამ ფორმით გამოჩენას, შოუებიდან მოძღვრას და სახეზე კამერის წინ ღრმა ფიქრის მორგებას.


ვერიდები, თუმცა ყველას ვთხოვ: ამ შოუს ხალხსაც და შოუს გარეთ მყოფთაც, პოლიტიკოსებსაც და მათ მოძულეთაც, დიდი და უფრო დიდი ფულის მქონეთაც – ეძებეთ ასეთი ბავშვები. ეძებეთ. იოლად იპოვით. უბრალოდ თვალი გაახილეთ და გვერდით გაიხედეთ.

 

ბავშვებს დახმარება სჭირდებათ.

 

ბავშვებს დახმარება უნდათ“,- წერს გიორგი კეკელიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up