გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობაში მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება და ნდობის გამოცხადება ვერ მოხერხდეს - უმრავლესობა ერთიანი და მყარი გუნდია, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა.
კახიანის თქმით, ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება უახლოეს დღეებში, ბევრად უფრო მალე მოხდება, ვიდრე ამის შესაძლებლობას კონსტიტუციური ვადები იძლევა.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომის უსიამოვნო ფაქტის მიუხედავად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოვრიცხავ - საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არის ძალიან მყარი ერთიანობა. არც მომავალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და არც მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება არ გაგვიჭირდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
IPN.GE