ვფიქრობ, ისინი ძალიან მელე მიხვდებიან, რომ თავიანთი რადიკალიზმითა და გაუაზრებელი ქმედებებით, პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტშიც ვიხილავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა პარლამენტში თუ არა, პროცედურული თვალსაზრისით, პარლამენტი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს. სამართლებრივი თვალსაზრისით, პარლამენტის მუშაობას ხელშეშლა არ ექნება“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი ამ შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.
imedinews.ge