გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

access_time2019-03-23 10:00:28

მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს მიმართულება უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ერთი მხრივ, ეს არის მიწაზე დაფუძნებული აზარტული თამაშების სახლები, ანუ კაზინოები, რომლებიც მოსაკრებლებით იბეგრება. საბედნიეროდ, ბოლოს, ორი წლის წინ, ეს მოსაკრებლები გაიზარდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შეტანილი თანხებიც საკმაოდ გაიზარდა. ამის გამო აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა არ ყოფილა, რადგან მათი მოგება ძალიან მაღალია. მეორე მიმართულებაა ონლაინ თამაშები, რომელიც იმდენად მიზერული თანხებით იბეგრება და ამ მიმართულებით ისეთი არასწორი პოლიტიკაა გატარებული, რომ ისინი ბიუჯეტში მცირე თანხებს იხდიან, იმ ფონზე, როცა ამაში უამრავი ადამიანია ჩართული“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, სწორედ ონლაინ თამაშებია ის მიმართულება, რომელიც ფულის გათეთრების საფრთხეს ქმნის.

შეკითხვაზე, რა ტიპის რეგულაცია გამორიცხავს ამ საფრთხეს, გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამას პირველ რიგში, გამორიცხავს რეგულაცია, როცა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს ამ კომპანიების ბაზებთან სრული წვდომა ექნებათ და ფინანსები სრულიად გამჭვირვალე იქნება. 

 

როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ონლაინ თამაშების რეგულაცია ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია გამკაცრებული.

„ასაკობრივი ცენზი ყველგან არის დაწესებული. არასრულწლოვანთა ჩართულობა და სხვისი პირადობის მოწმობის საფუძველზე თამაშის დაწყება ასე მარტივად, როგორც საქართველოშია, არსად არ ხდება. გარდა ამისა, გართულებულია ტრანზაქციებიც და ფინანსები სრულიად გამჭვირვალეა“, – განაცხადა კაპანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას ამის აღსრულება ინტერნეტ სივრცეში, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ თუ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან რეგულირება მოხდება და ბაზები სამინისტროს შესაბამის უწყებებთან იქნება მორგებული, ტრანზაქციების გაკონტროლება პრობლემა არ იქნება.

„ფინანსთა სამინისტრო ახლა ვერ ახერხებს ამას, ვინაიდან ეს ორგანიზაციები შპს-ებად არიან დარეგისტრირებული და მათი ოპერირება დამოუკიდებლად ხდება. ამის გაკეთება პრობლემა არ არის. უბრალოდ, უნდა იყოს პოლიტიკური ნება და გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელზეც არა ერთხელ გაცხადდა სხვადასხვა პოლიტიკური ხელმძღვანელის მხრიდან, იქნებოდა ეს პრემიერ-მინისტრი, თუ ეკონომიკის მინისტრი“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.




 1 არხი






Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up