გიორგი კანდელაკი - მოლაპარაკებების განახლება არის იმპერატიული და რაც მალე დაჰყვება „ოცნება“ საქართველოს მეგობრების ამ დაჟინებულ რეკომენდაციას, მით უკეთესი

გიორგი კანდელაკი - მოლაპარაკებების განახლება არის იმპერატიული და რაც მალე დაჰყვება „ოცნება“ საქართველოს მეგობრების ამ დაჟინებულ რეკომენდაციას, მით უკეთესი

access_time2021-02-20 11:30:59

კრიზისის განმუხტვა, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს მოდის ნატო-ს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები, მთავრობა კი არ ფიქრობს ამ ამოცანების შესრულებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ლიეტუვის ყოფილი ელჩი ამერიკაში, ჟიგიმანტას პავილიონისი, ისევე, როგორც საქართვეოს სხვა მეგობრები, შეშფოთებულია არსებული სიტუაციით და მოწოდებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვისაც, რომ მოინახოს გზები ამ შექმნილი სიტყაციის განმუხტვის. ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების შუამდგომლობით იქნა მიღწეული გასულ წელს, შესრულდეს და პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც იყო 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, აღარ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამის შემდეგ, აუცილებელია გზების პოვნა, როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური პარლამენტი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ, რა თქმა უნდა, კრიზისის განმუხტვისთვის აბსოლუტურად აუცილებელია მოლაპარაკებების განახლება.


სწორედ ეს არის მთავარი სულისკვეთება იმ მრავალი განცხადებისა, რაც უკვე გაკეთდა, სენატორების რიშისა და შაჰინის მხრიდან, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის საკვანძო ფიგურები არიან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი მიქსის განცხადებაც იყო უკვე წუხელ, ევროკავშირის განცხადება, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ამაზე მაღალი რანგის განცხადება არ ვიცი უბრალოდ. ასე რომ, მოლაპარაკებების განახლება არის იმპერატიული და რაც მალე დაყვება „ქართული ოცნება“ საქართველოს მეგობრების ამ დაჟინებულ რეკომენდაციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვისაც, რა თქმა უნდა,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up