გიორგი კაკაურიძე სალომე სამადაშვილს: პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის

გიორგი კაკაურიძე სალომე სამადაშვილს: პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის

access_time2020-06-15 12:16:33

„პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ.


როგორც მან აღნიშნა, იგი პირადად იყო ჩართული ანტიკრიზისული ბიუჯეტის პაკეტის შემუშავებაში და მასში სრულადაა ასახული, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.



„პირადად ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ამ პაკეტის შემუშავებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოსაზრებები ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც თქვენ წარმოადგინეთ ეს არის, დაახლოებით, 5,5 მილიარდი ლარის საკითხი და პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. მით უფრო, ნამდვილად არ მესმის მსხვილ ბიზნესს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ჰესები, რკინიგზა, ვინც ქონების გადასახადის ძირითადი კონტრიბუტორია, რას მისცემდა ქონების გადასახადის გაუქმება, ეს საკითხი ეკონომიკურ შინაარსს ნამდვილად მოკლებულია, ამიტომ ბიუჯეტში, რაც გამომაქვს დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის ჩვენი მშპ-ს 6%-მდეა. ამაზე მეტის აწევის საშუალება დღეს მაკროეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა და კიდევ ვიმეორებ თქვენ კითხვას რომელი პაკეტი იქნებოდა ჩემთვის უფრო კომფორტული გასატანად, გპასუხობთ ასეთი პაკეტი ვინმემ რომ მომცეს გასატანად, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან და იმ თანამდებობას, რასაც ვიკავებ დავტოვებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის გატანა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up