გიორგი კაკაურიძე - აბსოლუტურად სწორია „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება  და ეს ჩვნი ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

გიორგი კაკაურიძე - აბსოლუტურად სწორია „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება და ეს ჩვნი ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

access_time2019-06-12 23:55:41

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ე.წ. ოქრის სიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას საგადასახადო რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ასევე მნიშვნელოვანი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება.


„იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოცულობის ფულის დეფიციტი, თუ რომელიმე კომპანიას ჰქონდა, გამოუსწორა. მეორე თემა არის დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესაც განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ ახერხებდა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც გადახდილი ჰქონდა, უკან დაებრუნებინა. სწორედ ეს იწვევდა ფინანსურ დეფიციტს ნაღდ ფულთან. ეს პრობლემა მოგვარდა და საერთოდ პირველი ივლისიდან ავტომატურ რეჟიმში გადადის დღგ-ის დაბრუნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას კომპანიებს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


გიორგი კაკაურიძის თქმით, ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის შეღავათის არსებობა არ იყო მისაღები, ვინაიდან არათანაბარ პირობებში აყენებდა დაახლოებით 50 000 კომპანიას, ანუ 200 კომპანია სარგებლობდა უპირატესობით, რაც არ ჰქონდა 50 000 კომპანიას.


მისი თქმით, დღეს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზეც იყო საუბარი, თითქოს ყველა კომპანიაზე გავრცელებულიყო შეღავათი, მაგრამ კაკაურიძის განცხადებით, ეს გამორიცხულია.„თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.



რაც შეეხება შეღავათების შენარჩუნებას ხორბლის იმპორტიორებისთვის, კაკაურიძე განმარტავს, რომ ხორბალი განსხვავებული პროდუქტია.„მარაგები ქვეყანაში აუცილებელია. სახელმწიფოს მოთხოვნაა, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობდეს და შესაბამისად, ამ ნაწილში იყოს გარკვეული შეღავათი. მარაგზე გადასახადი წინასწარ არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.


რაც შეეხება ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ დასმულ კითხვას, კაკაურიძის შეფასებით, შესაძლოა, ბიზნესთან კომუნიკაცია ადრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.


ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ამასთან, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.


1tv.ge







New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up