გიორგი კაკაურიძე - დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებული თემა

გიორგი კაკაურიძე - დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებული თემა

access_time2021-10-12 20:00:00

დღეს არ დაძრულა იჯარასთან დაკავშირებით ეს თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული, ეს იყო კოვიდზე საპასუხო რეაგირება, რომელზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება დაახლოებით, 4-5 თვის წინ მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ბიზნესმენებს, ვინც სახელმწიფო ქონებით სარგებლობს, იჯარის და ქირის გადაუხდელობა ეპატიებათ.


მისივე თქმით, შეფასებები, რომ ინიციატივა „ქართული ოცნების“ შემომწირველი ბიზნესმენებისთვის თანხის უკან დაბრუნებას და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, მიუღებელია.


„რატომ უკავშირდება ეს ბიზნესისთვის თანხის უკან დაბრუნებას? სახელს და გვარს რომ თავი დავანებოთ, ყველა მოიჯარე თავისუფლდება ამ გადასახადისგან. პანდემია იყო, რიგ შემთხვევებში, ვერ გამოიყენეს ეს ქონება, რაც სახელმწიფოსგან ჰქონდათ იჯარით და ამიტომ მოხდა ეს, არა დღეს, ამ განცხადების საფუძველზე, არამედ დაახლოებით, 5 თვის წინ მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელმაც პირდაპირ განსაზღვრა, რომ მსგავსი შეღავათი უნდა გავრცელებულიყო კონკრეტულ პერიოდზე, როცა ბიზნესს არ ჰქონდა ფუნქციონირების საშუალება და ვერ სარგებლობდა იმ იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც გადაცემული ჰქონდა. დღეს არ დაძრულა ეს თემა, ეს არ არის საარჩევნო პერიოდის გამო გაკეთებული, ეს იყო კოვიდზე საპასუხო რეაგირება, რომელზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება დაახლოებით, 4-5 თვის წინ მიიღო,“- განაცხადა კაკაურიძემ.



ipn.ge







სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up