გიორგი კაკაურიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს,  რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები

გიორგი კაკაურიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები

access_time2020-06-17 19:30:00

ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენის დროს დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აპრილის განმავლობაში ჯერ კიდევ დაზუსტებით არ იყო ცნობილი რამდენი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს, ასევე, არ იყო ცნობილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოცულობით და როდემდე დადგებოდა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.


„შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანისთვის გავაკეთეთ შეღავათი საკომპენსაციო თანხით. ასევე, 350 ათასი ადამიანისთვის საგადასახადო შეღავათი გავუკეთეთ კომპანიებს, რათა მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები. შესაძლებელია, ამ მიმართულებით მოხდეს გარკვეული ცდომილება, რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება საგადასახადო შეღავათის ნაწილში და რაც უფრო ცოტა ადამიანს დასჭირდება კომპენსაცია იმიტომ, რომ მათ არ დაკარგეს სამსახური, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად, დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ვეღარ იღებენ შემოსავალს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



მისი თქმით, მოხდება 2 თვის მონაცემების დეტალური ანალიზი, მაშინ როდესაც ივნისში კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულების შესახებ.


„ჩვენ მაქსიმალურად გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვეღარ იღებს ხელფასს. რაც შეეხება მათ, ვინც განაგრძობენ შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები და კომპანიები ასეთ შემთხევაში, მიიღებენ საგადასახადო კუთხით დაწესებულ შეღავათს. შედეგად, გამოვა ის, რომ იმ საგადასახადო შეღავათმა, რომელიც დაწესდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, რეალურად იმუშავა და ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა არ გაუშვა თანამშრომლები სამსახურიდან,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.


მან, ასევე, დააზუსტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპენსაციის მიღების წესი და აღნიშნა, რომ პირველივე პრეზენტაციის დროს, როდესაც მთავრობამ წარადგინა სოციალური დახმარებების პაკეტი, ცალსახად ითქვა, რომ დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახებისთვის, გაიცემოდა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up