გიორგი კაკაურიძე: 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება სანქციას არ ნიშნავს

გიორგი კაკაურიძე: 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება სანქციას არ ნიშნავს

access_time2021-07-22 22:00:04

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება სანქციას არ ნიშნავს, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარების მიუღებლობა, ფისკალურად არ წარმოადგენს დიდ რისკს არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არაღების შესაძლებლობა წელს არსებობს.

მისივე განმარტებით, ყველა ღონისძიება, რომელიც მატრიცაში იყო გაწერილი, შესრულებულია შესაბამისად, დიდი რისკი არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ამ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მისაღებ 75 მილიონ ევროს, აქ ერთ-ერთი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.

რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ შორის ექსპერტულ დონეზე, ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იყო მატრიცაში გაწერილი, შესრულებულია, შესაბამისად დიდი რისკი არ უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შეფასება მეც მოვისმინე, მთავარია ჩვენ ყველა ეს ღონისძიება შევასრულოთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.


რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ მივიღეთ – ამასთან დაკავშირებით კაკაურიძე აცხადებს, რომ თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშულება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას.

„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სანქცია. თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ ეს ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშულება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას.

ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო და მეორე, ფისკალურად ეს არ წარმოადგენს დიდ რისკს, არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან ეს არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არ აღების შესაძლებლობა წელს ნამდვილად გვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაცილებით მნიშვნელოვანი ამ სესხზე და კონკრეტული ვალის აღებასთან მიმართებაში, დღეს არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები შესრულდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თითოეული მონაწილე ამ პროცესის, რაც ასახულია ამ მატრიცაში, სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up